ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 3 საათი, 18 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 2


ვაკანსიის N 56359     

თანამდებობის დასახელება
პირველი რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება
პირველადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი
კონკურსის ტიპი
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
არქიტექტურა
განცხადების ბოლო ვადა
20.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
1800 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ამბროლაური
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             ა)სამსახურის საქმიანობის წარმართვა.
ბ)დავალებების განაწილება სამსახურის თანამშრომელთა შორის და მათი სამსახურებრივი ზედამხედველობა.
გ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარადგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, ასევე მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
დ)მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელების კოორდინაცია.
ე)მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობა.
ვ)არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენცია და სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება.
ზ)შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა დასრულებულ სამუშაოებზე.
თ)მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების განსაზღვრის, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვების თაობაზე მერის გადაწყვეტილებიების პროექტების შემუშავების უზრუნველყოფა.
ი)მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურული საქმიანობის  და დასახლებათა არქიტექტურული იერსახის მონიტორინგის უზრუნველყოფა.
კ)გაცემული ნებართვების საფუძველზე მიმდინარე მშენებლობისათვის მონიტორინგის გაწევის უზრუნველყოფა.
ლ)გაცემული ნებართვის საფუძველზე დასრულებული მშენებლობების ექსპლუატაციაში (შენობის ვარგისად ცნობა) მიღების დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა)საქართველოს კონსტიტუცია.

ბ)საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.

გ)საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.

დ)საქართველოს კანონი ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ .

ე)საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „პროდუქციის უსაფრთხო მიმოქცევის კოდექსი“;

ზ) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.ამბროლაური, ბრატისლავა რაჭის ქN11
საკონტაქტო ტელეფონები
557 43 45 07, 551 27 25 51
საკონტაქტო პირი
მანანა გოგობერიშვილი, დოდო ზალკალიანი

დამატებითი მოთხოვნები
                    -მშენებლობის, არქიტექტურის ან ზედამხედველობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, აქედან ხელმძღვანელის პოზიციაზე 2 წელი.
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- ანალიზის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- მიზანდასახულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კოლეგიალურობა. 
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში; 
- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
- აუცილებელია კანდიდატმა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან რეზერვში ჩარიცხული პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
კანდიდატმა რეზიუმეს შესაბამის ველში აუცილებელია ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების დამდასტურებელი დოკუმენტი;
- სამოტივაციო წერილის ველი.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება