ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 3 საათი, 28 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 72


ვაკანსიის N 56357     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
დონორებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების განყოფილების უფროსი კონსულტანტი-სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს მდივანი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს უზენაესი სასამართლო
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
20.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
2000 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             
- საერთო სასამართლოების სისტემის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განახლებისა და მონიტორინგის პროცესის ხელშეწყობა შესაბამისი დავალებების მომზადების გზით;
- სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ საკითხებზე დონორ, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობის ფორმატების შემუშავება;
- სასამართლო სისტემის შესახებ არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების გაცნობა და შესაბამისი ღონისძიებების ფორმატის შემუშავება; 
-  დონორ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მიმდინარე პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების თაობაზე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის მოხელეთა ინფორმირება, აღნიშნულ პროგრამებში, პროექტებსა და ღონისძიებებში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა; 
უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირება (სხდომების ორგანიზება, სხდომისთვის თემის მომზადება, სხდომის ოქმის მომზადება, დონორ/არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართულობის უზრუნველყოფა);
- უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; 
- სახელმწიფო უწყებებთან, სამუშაო ჯგუფებსა და საკოორდინაციო საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში შესაბამისი მასალების მომზადება; 
- საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში წარსადგენად კვლევითი მასალის და და ანგარიშისათვის სათანადო მასალების მომზადება;
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წლიური ანგარიშის მომზადებისთვის ხელშეწყობა;
- განყოფილების მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
- დოკუმენტბრუნვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელთა ცალკეული დავალებების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
იურიდიული ან საერთაშორისო ურთიერთობები
საკონკურსო თემატიკა
                    


 - „საქართველოს კონსტიტუცია“
 - „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
 - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი
 - „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი
 - ,,საერთაშორისო ხელშკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი
 - ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონი
 - ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონი
 - ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენცია

 



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.თბილისი ზუბალაშვილების ქ.32
საკონტაქტო ტელეფონები
2 99 02 86
საკონტაქტო პირი
შორენა კობახიძე

დამატებითი მოთხოვნები
                    
- შესაბამის სფეროში (იურიდიულ ან  საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით)  მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- ეფექტური კომუნიკაცია;
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებლად მუშაობა;
- საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა და  დროის ეფექტიანი  მართვა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება და აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს; 
2. კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით (www.hr.gov.ge);
3. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) ველში - „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის გრაფაში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს: 
- შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
- მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2) დონის  ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან საგნების ინგლისურ ენაზე გავლის შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
4. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება განსაზღვრულ მოთხოვნებს, არასრულად ექნება მითითებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე; 
დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). 
5. კანდიდატის შეფასება მოიცავს: 
5.1. საბუთების გადარჩევა;
5.2 წერითი დავალება (გასაუბრებაზე საკონკურსო კომისიასთან გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც წერით დავალებაში დააგროვებს 8 ქულას და მეტს);
5.3. გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან. 
6. კანდიდატებს ნებისმიერი (დადებითი/უარყოფითი პასუხი) ინფორმაცია ეცნობებათ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. 
კონკურსანტების საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ (კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში) განხორციელდება გასაუბრების აუდიოჩაწერა. 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა; საკონკურსო კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება