ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 3 საათი, 43 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 20


ვაკანსიის N 56354     

პოზიციის დასახელება
საგანმანათლებლო რესურსცენტრის სკოლამდელი განათლების მიმართულებით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
19.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
800 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ზესტაფონი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             -სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტებთან ერთად ადგილობრივი საჭიროებების განსაზღვრა 2020 წლის აქტივობების დაგეგმვაში; 
-მშობელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა კონსულტირება ხარისხიანი და თანაბრად ხელმისაწვდომი ადრეული და სკოლამდელი განათლების საკითხებზე; 
-სკოლამდელი განათლებიდან ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ასაკის ბავშვების ტრანზიციის პროცესის ხელშეწყობა მშობელთა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების კონსულტირების გზით; 
-მუნიციპალიტეტის აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადების პროცესის ხელშეწყობა;
-2020 წლისთვის დაგეგმილ სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის მოსამზადებელ სამუშაოების ხელშეწყობა.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია; 
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; 
გ) საქართველოს შრომის კოდექსი; 
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; 
ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ;  
ვ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“;  
ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N31 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისსამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.ზესტაფონი. დ.აღმაშენებლის ქ.N61
საკონტაქტო ტელეფონები
577233006
საკონტაქტო პირი
კახაბერ კუპატაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    სასურველი მოთხოვნები: 
-ინგლისური ენის ცოდნა;
-სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული 2018-2019 წელს 4- კრედიტიანი (100-საათიანი) მოსამზადებელი პროგრამა „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის“ წარმატებით გავლილი ტრენინგი;
-საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - გამარტივებული კონკურსი ცხადდება პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით;
- დასაქმების ხანგრძლივობა: შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

აუცილებელია კანდიდატმა:
- განათლების გრაფაში ატვირთოს უმაღლესი განათლების (ბაკალავრის აკადემიური ხარისხის) დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების ველში აიტვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საბუთები წარდგენილი უნდა იქნას სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- შესაბამის გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორი (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია);
- წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი;
- დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გამარტივებული კონკურსის შედეგების შესაბამისად, გადაწყვეტილებას მიიღებს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება