ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 3 საათი, 46 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 19


ვაკანსიის N 56353     

პოზიციის დასახელება
ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტის კომპიუტერული ტექნიკის მხარდაჭერის სპეციალისტის ასისტენტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - სმართ ლოჯიქი
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ “სმართ ლოჯიქი“ არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მისიაა, სახელმწიფო უწყებებსა და მათ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მუდმივად უზრუნველყოს ქვეყნის კონკურენტუნარიანობა დინამიურად განვითარებად საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. სსიპ “სმართ ლოჯიქის“ ძირითადი ფუნქციებია: სახელმწიფოს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; ერთიანი სახელმწიფო „ქლაუდ სისტემის“ დანერგვა და მისი მონიტორინგი; ისეთი სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რომელთა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განუვითარებელი ან ნაკლებად განვითარებულია, ან საჭიროებენ გაწეული ხარჯების მინიმიზაციას; მომსახურების მიმღები დაწესებულებების კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების ფორმირება-სრულყოფა. 
დღეის მდგომარეობით სსიპ „სმართ ლოჯიქი“ 45-ზე მეტ ორგანიზაციას აწვდის სხვადასხვა ტიპის მაღალი ხარისხის IT მომსახურებას.
                    
კატეგორია
ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
განცხადების ბოლო ვადა
19.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
650 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             კომპიუტერების, პერიფერიული მოწყობილობების, ოპერაციული სისტემების, პროგრამებისა და კომპიუტერული ქსელის მომსახურება.
            

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
გორგასლის 24ა, თბილისი
საკონტაქტო ტელეფონები
0322944120 (4010)

დამატებითი მოთხოვნები
                    • სასურველია განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით;
• სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
• ოპერაციული სისტემების MS Windows საფუძვლიანი ცოდნა;
• Active Directory-ის ზოგადი ცოდნა;
• კომპიუტერული ნაწილების (Hardware) საფუძვლიანი ცოდნა; 
• კომპიუტერულ ტექნიკასთან და ოპერაციულ სისტემებთან მუშაობისას დამხმარე პროგრამების (მაგ: Commander-ების, Backup and Restore პროგრამების და ა.შ) გამოყენების საფუძვლიანი ცოდნა;
• პერიფერიული მოწყობილობების (მათ შორის უსადენოს) გამოყენება; 
• სასურველია ოპერაციული სისტემის Mac OS ცოდნა.

• დახვეწილი მეტყველება და ეფექტური კომუნიკაცია;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
• დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    ძირითადად თბილისში და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა იმ სამსახურის კომპიუტერების, პერიფერიული მოწყობილობების, ოპერაციული სისტემების, პროგრამებისა და კომპიუტერული ქსელის მომსახურება, რომელსაც ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს სსიპ „სმართ ლოჯიქი".

- გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; 
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება