ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 3 საათი, 47 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 35


ვაკანსიის N 56351     

პოზიციის დასახელება
სივრცის კოორდინატორი რუსთავის იუსტიციის სახლში
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია
მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა
19.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
1500 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
რუსთავი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             •	სივრცის თანამშრომლებისათვის სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში დახმარების აღმოჩენა;
•	რთული შემთხვევების დროს სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, დაძაბულობის განმუხტვა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება; 
•	მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა, განცხადებების მიღება და დამზადებული დოკუმენტების გადაცემა;
•	ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის (მატერიალური ასლის) ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით და დადგენილი წესის შესაბამისად, ხელმოწერითა და სსიპ იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმება;
•	სივრცის თანამშრომლების კომპეტენციის მუდმივი მონიტორინგი, კომპეტენციის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება;
•	სივრცის თანამშრომლების ყოველდღიური შეუფერხებელი მუშაობის კოორდინირება, დისციპლინისა და  მომსახურების სტანდარტის დაცვის კონტროლი;
•	სივრცის თანამშრომლებისათვის სამართლებრივი და პროცედურული ცვლილებების, ასევე ახალი პროდუქტების/სერვისების შესახებ ინფორმაციის/განმარტების მიწოდება და მათი შესრულების მონიტორინგი;
•	სივრცის ახალი თანამშრომლებისათვის აუცილებელი თეორიული მასალის სწავლებისა და პრაქტიკული  უნარ-ჩვევების განვითარების უზრუნველყოფა;  
•	სივრცის თანამშრომლების შვებულებების, სამუშაო საათების, შესვენების განრიგების პროექტის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
•	მომსახურების სტანდარტში, საოპერაციო, პროცედურულ თუ საკანონმდებლო ნაწილში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინსტრუქტაჟის ან ტრენინგის ჩატარების ინიცირება;
•	უფლებამოსილი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ურთიერთობა მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით;
•	უფლებამოსილი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული პირებისათვის განმარტება;
•	უფლებამოსილი ორგანიზაციების თანამშრომლებთან დოკუმენტების მიღება-ჩაბარების განხორციელება, შესაბამისი აქტების ხელმოწერა;
•	უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ;
•	უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე;
•	სივრცის თანამშრომელთა შეფასების პროცესში ჩართულობა და მათი საქმიანობის შედეგების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
•	პროცედურების/სამართლებრივი ნორმების გაუმჯობესების გზებისა და ინოვაციების შეთავაზება უშუალო ხელმძღვანელისათვის;
•	სსიპ „იუსტიციის სახლში“ მომსახურების პროცესთან დაკავშირებულ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ჩართულობა და მხარდაჭერა;
•	მომსახურების პროცესისათვის აუცილებელი ბლანკებისა და საკანცელარიო ნივთების მარაგის ამოწურვის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ან/და უფლებამოსილი პირის დროული ინფორმირება;
•	დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპონდენციის გაცნობა და შესაბამისი რეაგირება; 
•	უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფცია;
  • ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ სერვისების შესახებ.
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“, 1-ლი – მე–4 მუხლები;
  • საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანება „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანება №4 „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 15 იანვრის №35/ს ბრძანებით დამტკიცებული  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის ფილიალებისა და სატელეფონო ცენტრის მომსახურების ხარისხის სტანდარტი“.

 


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
595 08 79 93

დამატებითი მოთხოვნები
                    •	უმაღლესი განათლება (სასურველია სამართალმცოდნეობის განხრით);
•	საჯარო დაწესებულებაში მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
•	სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის/განხილვის ან სამართლებრივი კონსულტაციის გაწევის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
•	კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
•	ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
•	ინგლისური ან სხვა უცხო ენის კარგად ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

•	მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტირება;
•	გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი;
•	კომუნიკაბელურობა;
•	აქტიური მოსმენის უნარი;
•	ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
•	სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
•	პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
•	ცვლილებებისადმი ადაპტაციის უნარი;
•	დროის ეფექტურად მართვის უნარი;
•	სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
•	განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
•	დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
•	გუნდურად მუშაობის უნარი.
                    
                    
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    წერითი დავალება მოიცავს:

•	პროფესიულ ტესტირებას ვაკანსიის ტექსტში მითითებული საკანონმდებლო აქტების მიხედვით;
•	ტესტირებას ზოგად უნარებში;
•	ტესტირებას ქართულ ენაში.

გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ პროფესიული ტესტირების 75%-იან ბარიერს, ანუ პროფესიულ ტესტირებაში მაქსიმალური 100 ქულიდან მიიღებენ 75 ქულას და მეტს, ასევე გადალახავენ ზოგად უნარებში და ქართულ ენაში ჩატარებული ტესტირების 50%-იან ბარიერს, როგორც ზოგად უნარებში ისე ქართულ ენაში მაქსიმალური 80 ქულიდან კანდიდატმა უნდა მიიღოს 40 ქულა და მეტი. 

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა:

•	შეავსოთ სამოტივაციო წერილის ველი;
•	მიუთითოთ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
•	განათლების ველში ატვირთოთ ცნობა უნივერსიტეტიდან ან განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
                    
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                •  საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
                
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება