ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 2 საათი, 39 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 14


ვაკანსიის N 56349     

პოზიციის დასახელება
უფროსი სპეციალისტი (I კატეგორია) მარნეულის იუსტიციის სახლში
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია
მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა
19.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
1100 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
მარნეული
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             •	მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა და მათ მიერ მოთხოვნილ სერვისებზე დადგენილი პროცედურისა და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, განცხადებების მიღება; 
•	მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება, კანონის ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
•	პროგრამაში სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი მონაცემებისა და რეკვიზიტების ასახვა;
•	ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის (მატერიალური ასლის) ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით და დადგენილი წესის შესაბამისად, ხელმოწერითა და სსიპ იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმება;
•	უფლებამოსილი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული პირებისათვის განმარტება;
•	მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების მოწესრიგება, საჭიროების შემთხვევაში, სკანირება  და უფლებამოსილი ორგანიზაციისათვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად, გადაგზავნა; 
•	საჭიროების შემთხვევაში, დამზადებული დოკუმენტების გადაცემა უფლებამოსილ პირებზე;
•	დამზადებული დოკუმენტებისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დაცულობის უზრუნველყოფა;
•	დღის განმავლობაში მომხმარებლებზე გადაცემული დამზადებული დოკუმენტების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტების მოწესრიგება და დადგენილი პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელისთვის გადაცემა;
•	უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ;
•	უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე;
•	სსიპ „იუსტიციის სახლში“ მომსახურების პროცესთან დაკავშირებულ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ჩართულობა;
•	მომსახურების პროცესისათვის აუცილებელი ბლანკებისა და საკანცელარიო ნივთების მარაგის ამოწურვის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ან/და უფლებამოსილი პირის დროული ინფორმირება;
•	დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპონდენციის გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;
•	უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფცია;
  • ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ სერვისების შესახებ.
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა  რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“, 1-ლი – მე–4 მუხლები;
  • საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №14 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილება „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილება „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილება „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №523 „საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №508 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“; 
  • საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის №212 დადგენილება „მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანება „პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანება „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის №50 ბრძანება „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანება „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 ივნისის ბრძანება №79/№01-18/ნ მარტოხელა  მშობლის  სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ;
  • საქართველოს განათლების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის ბრძანება №113/ნ„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;  
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის №315 ბრძანება - „სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 15 იანვრის №35/ს ბრძანებით დამტკიცებული  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის ფილიალებისა და სატელეფონო ცენტრის მომსახურების ხარისხის სტანდარტი“.

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
595 08 79 93

დამატებითი მოთხოვნები
                    •	უმაღლესი განათლება (სასურველია სამართალმცოდნეობის განხრით);
•	საჯარო დაწესებულებაში ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი  გამოცდილება;
•	კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel) ცოდნა;
•	ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
•	ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

•	მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტირება;
•	გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი;
•	კომუნიკაბელურობა;
•	აქტიური მოსმენის უნარი;
•	ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
•	სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
•	პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
•	ცვლილებებისადმი ადაპტაციის უნარი;
•	დროის ეფექტურად მართვის უნარი;
•	სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
•	განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
•	დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
•	გუნდურად მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    წერითი დავალება მოიცავს:

•              პროფესიულ ტესტირებას ვაკანსიის ტექსტში მითითებული საკანონმდებლო აქტების მიხედვით;
•              ტესტირებას ზოგად უნარებში;
•              ტესტირებას ქართულ ენაში.

გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ პროფესიული ტესტირების 75%-იან ბარიერს, ანუ პროფესიულ ტესტირებაში მაქსიმალური 100 ქულიდან მიიღებენ 75 ქულას და მეტს, ასევე გადალახავენ ზოგად უნარებში და ქართულ ენაში ჩატარებული ტესტირების 50%-იან ბარიერს, როგორც ზოგად უნარებში ისე ქართულ ენაში მაქსიმალური 80 ქულიდან კანდიდატმა უნდა მიიღოს 40 ქულა და მეტი. 

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა:

•	შეავსოთ სამოტივაციო წერილის ველი;
•	მიუთითოთ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
•	განათლების ველში ატვირთოთ ცნობა უნივერსიტეტიდან ან განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
                    
                    
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                •  საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
                
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება