ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 2 საათი, 56 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 28


ვაკანსიის N 56346     

პოზიციის დასახელება
ფინანსების მართვის და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი
ორგანიზაციის შესახებ
                    „ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“ წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების (კადეტების), საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი კომპენსაციის/პენსიის მიმღები სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების (შემდგომ ტექსტში – პენსიონერები), აგრეთვე მათი ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა), იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო მომსახურებას.
                    
კატეგორია
საფინანსო/საბიუჯეტო
განცხადების ბოლო ვადა
19.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
2100 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
გორი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             -მიმდინარე და მომავალი საბიუჯეტო წლისათვის ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, როგორც საბიუჯეტო სახსრების, ასევე კანონმდებლობით ნებადართული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ნაწილში; მათი პარამეტრის ცვლილებაში, ზემდგომ ორგანოებთან შეთანხმებაში მონაწილეობის მიღება;                                                                                              
 - საშუალოვადიან სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შექმნილი მართვის ჯგუფისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;                                                         
 -პაციენტებისათვის გაწეული სქამედიცინო მომსახურების ფინანსური ანგარიშების მომზადებისა და წარდგენის უზრუნველყოფა დაფინანსების წყაროების მიხედვით;                                                                      - ტარიფების ატვრთვა ჯანდაცვის საინფორმაციო პორტალზე;                                                                           
 - სამხედრო ჰსპიტალში პაციენტების სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების დათვლა და კონტროლი;                                                                                                                                                                         - სამედიცინო მომსახურების ფასების ოპტიმიზაციის მიზნით, ასევე ახალი სერვისების დამატებისას შიდა სტანდარტების (განფასება) შემუშავება და დასამტკიცებელი პროექტის მომზადება და ხელმძღვანელი პირისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;                                                                                       
- სამედიცინო დახმარების ღირებულების კალკულაციის მომზადების უზრუნველყოფა და კონტროლი; 
- შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის ფორმების შედგენა და კონტროლი;                                                                                                                                                                           - სამედიცინო მომსახურების წინასწარი კალკულაციების/ანგარიშ-ფაქტურების შედგების უზრუნველყოფა;                                                                                                                                                                 - კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურის საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფა;                                                                                                                                                                 - საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, სამხედრო ჰოსპიტლის დებულებით, სამუშაო აღწერილობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება;
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
პროფესია
ფინანსისტი, ეკონომისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია

-საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;

- საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

- საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

-,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ” საქართველოს კანონი;

-,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”  საქართველოს კანონი;

-,,გრანტების შესახებ”  საქართველოს კანონი;

- საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის დადგენილება N36 ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გადატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“

- საქართველოს მთავარობის 2012 წლის 7 მაისის დადგენილება N165 ,,ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“

- საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის დადგენილება N218 ,,სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“

-,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N220 ბრძანება;

-საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესი";

-საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის N197 ბრძანებულება ,,გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ"

- საჯარო სამართლის იურიდიული პირის -- ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხეედრო ჰოსპიტლის“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის N36 ბრძანება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
გორი, ჭავჭავაძი ქ. N56
საკონტაქტო ტელეფონები
0370 27 08 76
საკონტაქტო პირი
ეკატერინე ხუჯაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; მოწესრიგებულება; დატალებზე ორიენტირებულება;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
-თვითდისციპლინა;
-ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
-სწრაფვა მუდმივი თვითგანვითარებისაკენ;

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    -კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით ,,საჯარო სამსახურის ბიუროს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 
„ჩემი რეზიუმე“-ს შესაბამის ბლოკში, კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს: 
- შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
- მიუთითოს არანაკლებ ერთი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
-კანდიდატმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი;
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე; (ვაკანსიის შევსებისას გთხოვთ, „პირადი ინფორმაციის“ ბლოკში მიუთითოთ რეგისტრაციის და ფაქტობრივი მისამართი);
- კონკურსს ჩაატარებს ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის საკონკურსო კომისია (მის: გორი, ჭავჭავაძის ქ. №56);
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიიღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში. 
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება