ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 3 საათი, 2 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 85


ვაკანსიის N 56345     

პოზიციის დასახელება
სატელეფონო ცენტრის უფროსი სპეციალისტი (II კატეგორია)
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - იუსტიციის სახლი
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ „იუსტიციის სახლის“ სატელეფონო ცენტრი მუშაობს 24 საათის განმავლობაში. შესაბამისად, პოზიციაზე დასაქმება გულისხმობს სპეციალურ ცვლებში მუშაობას, მათ შორის ღამის საათებში.
                    
                    
კატეგორია
მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა
19.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
1000 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             • სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომხმარებელთა მოთხოვნების განსაზღვრა, მათთვის სათანადო სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის (ონლაინ-ჩეთი, ოფიციალური Facebook-ი) გაწევა ან საჭიროებისამებრ გადამისამართება;
• სსიპ „იუსტიციის სახლის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე შემოსულ შეკითხვებზე დროული და ადეკვატური  პასუხების მომზადება და გაგზავნა;
• უფლებამოსილი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული პირებისათვის განმარტება;
• რთული შემთხვევების აღრიცხვა და გასარკვევი საკითხის მიწოდება სატელეფონო ცენტრის კოორდინატორისთვის/უფროსისთვის;
• საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება, პროდუქტებისა და სიახლეების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
• მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდის მიზნით, მათი მხრიდან დაფიქსირებული მოსაზრებების მიღებული წესით დარეგისტრირება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
• სათანადო მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
• უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ;
• უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე;
• სსიპ „იუსტიციის სახლში“ მომსახურების პროცესთან დაკავშირებულ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ჩართულობა;
• მომსახურების პროცესისათვის აუცილებელი ინვენტარისა და საკანცელარიო ნივთების მარაგის ამოწურვის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
• დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპონდენციის გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;
• უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.


            
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფცია;
  • ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ სერვისების შესახებ.
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა  რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“, 1-ლი – მე–4 მუხლები;
  • საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №14 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილება „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილება „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილება „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №523 „საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №508 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“; 
  • საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის №212 დადგენილება „მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანება „პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანება „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის №50 ბრძანება „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანება „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 ივნისის ბრძანება №79/№01-18/ნ „მარტოხელა  მშობლის  სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს განათლების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის ბრძანება №113/ნ„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;  
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის №315 ბრძანება - „სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 15 იანვრის №35/ს ბრძანებით დამტკიცებული  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის ფილიალებისა და სატელეფონო ცენტრის მომსახურების ხარისხის სტანდარტი“.

 


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
595 08 79 93

დამატებითი მოთხოვნები
                    •	უმაღლესი განათლება (სასურველია სამართალმცოდნეობის განხრით);
•	საჯარო დაწესებულებაში ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი  გამოცდილება;
•	სასურველია სატელეფონო მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
•	კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel) ცოდნა;
•	ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
•	ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

•	მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტირება;
•	გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი;
•	კომუნიკაბელურობა;
•	აქტიური მოსმენის უნარი;
•	ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
•	სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
•	პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
•	ცვლილებებისადმი ადაპტაციის უნარი;
•	დროის ეფექტურად მართვის უნარი;
•	სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
•	განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
•	დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
•	გუნდურად მუშაობის უნარი.
                    
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    წერითი დავალება მოიცავს:

•	პროფესიულ ტესტირებას ვაკანსიის ტექსტში მითითებული საკანონმდებლო აქტების მიხედვით;
•	ტესტირებას ზოგად უნარებში;
•	ტესტირებას ქართულ ენაში.

გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ პროფესიული ტესტირების 75%-იან ბარიერს, ანუ პროფესიულ ტესტირებაში მაქსიმალური 100 ქულიდან მიიღებენ 75 ქულას და მეტს, ასევე გადალახავენ ზოგად უნარებში და ქართულ ენაში ჩატარებული ტესტირების 50%-იან ბარიერს, როგორც ზოგად უნარებში ისე ქართულ ენაში მაქსიმალური 80 ქულიდან კანდიდატმა უნდა მიიღოს 40 ქულა და მეტი. 

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა:

•	შეავსოთ სამოტივაციო წერილის ველი;
•	მიუთითოთ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
•	განათლების ველში ატვირთოთ ცნობა უნივერსიტეტიდან ან განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
                    
                    
                    
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                •  საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
                
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება