ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 3 საათი, 7 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 12


ვაკანსიის N 56344     

პოზიციის დასახელება
სპეციალისტი ახალქალაქის იუსტიციის სახლში
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია
მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა
19.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
650 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ახალქალაქი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             •	სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომხმარებელთათვის კონსულტაციის გაწევა და დამზადებული დოკუმენტების უფლებამოსილ პირებზე გადაცემა;
•	დამზადებული დოკუმენტებისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დაცულობის უზრუნველყოფა;
•	საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, მომხმარებელთა მიერ მოთხოვნილ სერვისებზე, დადგენილი პროცედურის და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, განცხადებების მიღება;
•	მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება, კანონის ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
•	პროგრამაში სერვისის მიწოდებისთვის აუცილებელი მონაცემებისა და რეკვიზიტების ასახვა;
•	ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის (მატერიალური ასლის) ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით და დადგენილი წესის შესაბამისად, ხელმოწერითა და სსიპ იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმება;
•	მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების მოწესრიგება, საჭიროების შემთხვევაში, სკანირება და უფლებამოსილი ორგანიზაციისათვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად, გადაგზავნა;
•	დღის განმავლობაში მომხმარებლებზე გადაცემული დამზადებული დოკუმენტების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტების მოწესრიგება და დადგენილი პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელისთვის გადაცემა;
•	უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ;
•	უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე;
•	მომსახურების პროცესისათვის აუცილებელი ბლანკებისა და საკანცელარიო ნივთების მარაგის ამოწურვის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ან/და უფლებამოსილი პირის დროული ინფორმირება;
•	სსიპ „იუსტიციის სახლში“ მომსახურების პროცესთან დაკავშირებულ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ჩართულობა;
•	დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპონდენციის გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;
•	უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
6 თვე
საკონკურსო თემატიკა
                    
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფცია;
  • ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ სერვისების შესახებ.

სამართლებრივი აქტები:            

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა  რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“, 1-ლი – მე–4 მუხლები; 
  • საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №14 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილება „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილება „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილება „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №508 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“; 
  • საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის №212 დადგენილება „მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანება „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანება №4 „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანება „პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანება „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის №50 ბრძანება „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანება „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს განათლების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის ბრძანება №113/ნ „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;  
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის №315 ბრძანება - „სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 15 იანვრის №35/ს ბრძანებით დამტკიცებული  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის ფილიალებისა და სატელეფონო ცენტრის მომსახურების ხარისხის სტანდარტი“.

 

ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციისა და სერვისების შესახებ, ასევე, საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.psh.gov.ge


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.თბილისი, სანაპიროს ქ.№2
საკონტაქტო ტელეფონები
595 08 79 93

დამატებითი მოთხოვნები
                    •	უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (სასურველია სამართალმცოდნეობის მიმართულებით);
•	არანაკლებ ექვსთვიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის საჯარო დაწესებულებაში ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის  გამოცდილება;
•	აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
•	აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
•	აუცილებელია ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

•	კომუნიკაბელურობა;
•	გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი;
•	ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
•	სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
•	პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
•	ცვლილებებისადმი ადაპტაციის უნარი;
•	დროის ეფექტურად მართვის უნარი;
•	სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
•	განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
•	დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
•	გუნდურად მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    წერითი დავალება მოიცავს:

•	ტესტირებას ზოგად უნარებში;
•	ტესტირებას ქართულ ენაში.

•	გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ ზოგად უნარებსა და ქართულ ენაში ტესტირების 50%-იან ბარიერს, როგორც ზოგად უნარებში ისე ქართულ ენაში მაქსიმალური 80 ქულიდან კანდიდატმა უნდა მიიღოს 40 ქულა და მეტი.

•	კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა:
	შეავსოთ სამოტივაციო წერილის ველი;
	მიუთითოთ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
	განათლების ველში ატვირთოთ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                •	საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება