ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 3 საათი, 25 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 18


ვაკანსიის N 56339     

პოზიციის დასახელება
ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი (პროგრამები)
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი
ორგანიზაციის შესახებ
                    „ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“ წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების (კადეტების), საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი კომპენსაციის/პენსიის მიმღები სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების (შემდგომ ტექსტში – პენსიონერები), აგრეთვე მათი ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა), იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო მომსახურებას.
                    
კატეგორია
ჯანდაცვა
განცხადების ბოლო ვადა
19.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
1700 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ქუთაისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             - კონტროლს უწევს სამედიცინო დოკუმენტაციის კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებას; 
- თავის კომპეტენციის ფარგლებში ახდენს რისკის იდენტიფიცირებას, შეფასებასა და მართვას; 
- სამედიცინო საქმიანობის დროს დაშვებული (მათ შორის მედიკამენტების გამოყენებასთან დაკავშირებული) შეცდომების მონიტორინგსა და მართვას; 
- უზრუნველყოფს სახელმწიფო პროგრამების მართვას და სამედიცინო პორტალზე რეგისტრაციას; 
- ასრულებს ხელმძღვანელი პირის კანონშესაბამის დავალებებს;
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
ექიმი, დიპლომირებული მედიკოსი (სპეციალიზაციით)
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია
  • საქართველოს კანონი ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
  • საქართველოს კანონი ,,პაციენტის უფლებების შესახებ“
  • საქართველოს კანონი ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“
  • ,,ფარმაცევტულ, სამედიცინო, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მოქნე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო ანალიზური  (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის N 150/ნ ბრძანება.
  • ,,სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის,     ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის N 22/ნ ბრძანება.
  • ,,სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის N108/ნ ბრძანება.
  • საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“.
  • საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის N 36 ბრძანება  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე.“

 



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
გორი, ჭავჭავაძის ქ. N56
საკონტაქტო ტელეფონები
0370 27 08 76
საკონტაქტო პირი
ეკატერინე ხუჯაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    -საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი; 
-ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულება, დეტალებზე ორიენტირებულება;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
-თვითდისციპლინა;
-ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
-სწრაფვა მუდმივი თვითგანვითარებისაკენ;

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    -კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით ,,საჯარო სამსახურის ბიუროს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 
„ჩემი რეზიუმე“-ს შესაბამის ბლოკში, კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს: 
- შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი, სახელმწიფო სერტიფიკატი) ასლი;
-საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი; 
- მიუთითოს არანაკლებ ერთი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
-კანდიდატმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი;
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე; (ვაკანსიის შევსებისას გთხოვთ, „პირადი ინფორმაციის“ ბლოკში მიუთითოთ რეგისტრაციის და ფაქტობრივი მისამართი);
- კონკურსს ჩაატარებს ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის საკონკურსო კომისია (მის: გორი, ჭავჭავაძის ქ. №56);

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიიღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში

                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება