ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 3 საათი, 31 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 53


ვაკანსიის N 56338     

პოზიციის დასახელება
ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი (ინსპექტირება)
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი
ორგანიზაციის შესახებ
                    „ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“ წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების (კადეტების), საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი კომპენსაციის/პენსიის მიმღები სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების (შემდგომ ტექსტში – პენსიონერები), აგრეთვე მათი ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა), იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო მომსახურებას.
                    
კატეგორია
მონიტორინგი
განცხადების ბოლო ვადა
19.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
1900 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ქუთაისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             -თანამშრომელთა საქმიანობის შემოწმება/მონიტორინგი ჰოსპიტალში მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის დადგენისა და რეაგირება;- სამედიცინო ცენტრის თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა; თანამშრომელთა მიერ ტექნიკური და სხვა მატერიალური ფასეულობების მართლზომიერი გამოყენების კონტროლი;
-ჰოსპიტლის შინაგანაწესით გათვალისწინებული საკითხების შესწავლა და ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;
- შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, სამედიცინო ცენტრის თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დარღვევების ფაქტზე შესაბამისი რეაგირება, ხოლო სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაციისა და მასალების სამსახურის უფროსისათვის მიწოდება, შემდგომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის გადაგზავნის მიზნით;
-სამედიცინო ცენტრის თანამშრომლების შესაძლო გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, გადაცდომის ფაქტების დადგენა, შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და ეთიკის კომისიისათვის წარდგენა შემდგომი რეაგირებისათვის;
- ეფექტიანი საქმიანობისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება და სამედიცინო ცენტრის უფროსისათვის წარდგენა;
-სამედიცინო ცენტრში შესაბამისი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით, წინადადებების შემუშავება და ადმინისტრაციის უფროსისათვის წარდგენა;
-უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხების მომზადება. 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
პროფესია
იურისტი, ფინანსისტი, ეკონომისტი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
  • ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სსიპ-თან დაკავშირებული საკითხების მარეგულირებელი ნორმები;
  • საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი";
  • ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის N36 ბრძანება.
  • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
  • საქართველოს კანონი ,,სხელმწიფო შესყიდვების შესახებ";
  • ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" მარეგულირებელი ნორმები;
  • ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ" 2016 წლის 08 ივნისის N5386 საქართველოს კანონი.

 



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
გორი, ჭავჭავაძის ქ. N56
საკონტაქტო ტელეფონები
0370 27 08 76
საკონტაქტო პირი
ეკატერინე ხუჯაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    -ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; მოწესრიგებულება; დატალებზე ორიენტირებულება;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
-თვითდისციპლინა;
-ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
-პრეზენტაციის მომზადების უნარი;
-სწრაფვა მუდმივი თვითგანვითარებისაკენ;
-სასურველია საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
-სასურველია უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული).
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    -კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით ,,საჯარო სამსახურის ბიუროს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 
„ჩემი რეზიუმე“-ს შესაბამის ბლოკში, კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს: 
- შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
- მიუთითოს არანაკლებ ერთი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
-კანდიდატმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი;
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე; (ვაკანსიის შევსებისას გთხოვთ, „პირადი ინფორმაციის“ ბლოკში მიუთითოთ რეგისტრაციის და ფაქტობრივი მისამართი);
- კონკურსს ჩაატარებს ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის საკონკურსო კომისია (მის: გორი, ჭავჭავაძის ქ. №56);


                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიიღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში. 
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება