ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 3 საათი, 41 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 25


ვაკანსიის N 56336     

პოზიციის დასახელება
ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტის ქოლ-ცენტრის სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - სმართ ლოჯიქი
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ “სმართ ლოჯიქი“ არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მისიაა, სახელმწიფო უწყებებსა და მათ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მუდმივად უზრუნველყოს ქვეყნის კონკურენტუნარიანობა დინამიურად განვითარებად საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. სსიპ “სმართ ლოჯიქის“ ძირითადი ფუნქციებია: სახელმწიფოს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; ერთიანი სახელმწიფო „ქლაუდ სისტემის“ დანერგვა და მისი მონიტორინგი; ისეთი სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რომელთა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განუვითარებელი ან ნაკლებად განვითარებულია, ან საჭიროებენ გაწეული ხარჯების მინიმიზაციას; მომსახურების მიმღები დაწესებულებების კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების ფორმირება-სრულყოფა. 
დღეის მდგომარეობით სსიპ „სმართ ლოჯიქი“ 45-ზე მეტ ორგანიზაციას აწვდის სხვადასხვა ტიპის მაღალი ხარისხის IT მომსახურებას.
                    
კატეგორია
ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
განცხადების ბოლო ვადა
19.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
750 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             • ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღება და დაფიქსირება;
• ინციდენტის აღმოფხვრა მოშორებული წვდომის მეშვეობით ან მისი შემდეგ ეტაპზე გადაცემა;
• ინციდენტის დაგეგმილ ვადაში შესრულების მონიტორინგი;
• დარეგისტრირებული მოთხოვნის/ინციდენტის მთლიანი სასიცოცხლო ცილკის მონიტორინგი მის საბოლოო დახურვამდე;
• ინციდენტის ავტორის ინფორმირება საკომუნიკაციო საშუალებებით მისი პრობლემის რიგითობის, შესრულების დროის ან შესრულების სტატუსის შესახებ;
• თანამშრომელთათვის ტექნიკური კონსულტაციების გაწევა;
• Active Directory, Microsoft Exchange და Skype for Business - ში მომხმარებელთა მართვა.

            

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
გორგასლის 24ა, თბილისი
საკონტაქტო ტელეფონები
0322944120 (4010)

დამატებითი მოთხოვნები
                    • სასურველია განათლება კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში;
• სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
• MS Windows 7 და 8.1 ოპერაციული სისტემების ცოდნა;
• ქსელის საბაზისო პროტოკოლების ცოდნა;
• Active Directory, Microsoft Exchange და Skype for Business მართვის პანელების საფუძვლიანი ცოდნა;
• საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკური).

• დახვეწილი მეტყველება და ეფექტური კომუნიკაცია;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
• დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; 
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება