ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 3 საათი, 45 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 41


ვაკანსიის N 56335     

პოზიციის დასახელება
მეორე კატეგორის უფროსი სპეციალისტი შესყიდვებსა და სამეურნეო საკითხებში
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორია
კატეგორია
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა
19.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
1000 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბათუმი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             1.სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება, კორექტირება და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა;
2.სახელმწიფო შესყიდვების წინა მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება, შესასყიდი საქონლისა და მომსახურების სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა, შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტების შემუშავება და მომზადება;
3.კომპეტენციის ფარგლებში სატენდერო პროცედურების წარმართვა და სატენდერო დოკუმენტაციის პროექტების შემუშავება; 
4.სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, ასევე, საჭიროების შემთხვევაში ზემდგომ ორგანოებთან;
5.სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება (უწყებები, ორგანიზაციები, კერძო პირები);
6.განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადება (ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების (CMR), გამარტივებული ტენდერის/ან და ელექტრონული ტენდერის შესახებ) და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა;
7.კომპეტენციის ფარგლებში მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
8.სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა, სატენდერო წინადადებების განხილვა და სატენდერო კომისიის წევრებისათვის გაცნობა, შესაბამისი ოქმების მომზადება; 
9.შესყიდვის მოთხოვნის მიღება და შესრულების კონტროლი; 
10.სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით ბრძანების პროექტების მომზადება;
11.სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით სხვა სახის უფლება-მოვალეობების განხორციელება;
12.კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის მომზადება/მართვა;
13.საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის/ანგარიშების მომზადება და დადგენილი წესის შესაბამისად წარდგენა;
14.ორგანიზაციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა;
15.სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
16.სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებებზე მიღება-ჩაბარების აქტების წარმოება;
17.ორგანიზაციაში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და ხელმძღვანელობასთან შესაბამისი წინადადების წარდგენა;
18.ლოჯისტიკის უზრუნველყოფის საკითხებზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა და წარდგენა სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით; 
19.ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის კომისიის მუშა ჯგუფში მონაწილეობა შესაბამისი ფუნქციური დატვირთვით;
20.სასაწყობო მეურნეობაში შემავალ მატერიალურ ფასეულობაზე პასუხისმგებლობა, მათი ზედამხედველობა და კონტროლი;
21.ორგანიზაციის ინფრასტრუქტურის ტექნიკური საშუალებების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
22.ტრეინინგების და სხვა სახის სასწავლო პროექტების საქმიანობის სრულყოფის მიზნით, საჭირო ტექნიკით აღჭურვის უზრუნველყოფა;
23.დადგენილი წესის შესაბამისად ორგანიზაციის მოძრავი ქონების გაცემა და მიღების უზრუნველყოფა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
24.დადგენილი წესის შესაბამისად საწვავის გაცემისა და ხარჯვის კონტროლის უზრუნველყოფა; 
25.ლოჯისტიკის მიმართულებით სხვა სახის უფლება-მოვალეობების განხორციელება;
26.კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის მომზადება/მართვა;
27.კომპეტენციის ფარგლებში ბრძანების პროექტების მომზადება;
28.საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციის/ანგარიშების მომზადება და დადგენილი წესის შესაბამისად წარდგენა;
29.ორგანიზაციის ხელმძღვანელის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
იურიდიული ან ეკონომიკური
საკონკურსო თემატიკა
                    

1. საქართველოს კონსტიტუცია;

2. საქართველოს კანონი: `სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;

3. ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ'' სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს  თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება #12;

4. „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის ბრძანება N 7; 

5. „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის2011 წლის 10 თებერვალის ბრძანება №2;  6. “კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისი N 7 ბრძანება;

7. „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის ბრძანება №15; 

8. “საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება;

9. სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის დებულება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.ბათუმი, ლერმონტოვის ქ. N90ა
საკონტაქტო ტელეფონები
577212150; 577662927
საკონტაქტო პირი
ირაკლი ლოჩოშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    - არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება იურიდიული ან ეკონომიკური მიმართულებით;
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 დღის ვადაში, გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.hr.gov.ge. 

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს შესაბამის ბლოკში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
• შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი.

შერჩევის ეტაპები:
1. სააპლიკაციო განაცხადების გადარჩევა;
2. კანდიდატის შეფასება ( ტესტირება და გასაუბრება)
3. კონკურსის შედეგების გამოცხადება.
• ტესტირების დროს მაქსიმალური 100 ქულიდან გამსვლელი იქნება 70 ქულა.

კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ლაბორატორიის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.laboratory.ge
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება