ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 3 საათი, 43 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 25


ვაკანსიის N 56317     

პოზიციის დასახელება
სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსი
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. 
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა).
                    
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
19.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
4300 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             •	სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ სტრუქტურულ ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის ხელმძღვანელობა, წარმომადგენლობა მესამე პირებთან ურთიერთობაში;
•	სააგენტოსთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე კონტროლი; 
•	არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების მიერ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობა;
•	მსჯავრდებულთა და სრულწლოვან ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო პროგრამების შემუშავებასა და მათი პრაქტიკაში დანერგვაზე ზედამხედველობა;
•	„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით პრობაციის ბიუროების მიერ სასამართლოებისადმი მიმართული წარდგინებების, მსჯავრდებულთა დაჯარიმების, დადგენილი რეჟიმის საპატიოდ ჩათვლის, მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ გაცემული ნებართვებისა და პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ მინისტრისთვის ანგარიშის ყოველთვიურად წარდგენა;
•	პრობაციის ბიუროში პრობაციის ოფიცერთა ჯგუფების სპეციალიზაციის მიხედვით განსაზღვრა; კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნა;
•	პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელით გარიგებების დადება და მინდობილობების გაცემა;
•	პრობაციის ეროვნული სააგენტოს ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და სამინისტროსთვის წარდგენა;
•	კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა;
•	კანონმდებლობით, მათ შორის, დებულებით განსაზღვრული, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

•    საქართველოს კონსტიტუცია;

•    „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონი;

•    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

•    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

•    „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

•    „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

•    „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

•    „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

•    არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;

•    „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

•    „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

•    „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი;

•    „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება;

•    „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 მაისის №106 ბრძანება;

•    „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის №391 ბრძანება;

•    „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 მაისის №105 ბრძანება;

•    „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანება;

•    „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანება;

•    „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 9 აგვისტოს №321 ბრძანება;

•    „ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის №132/№95/№23 ერთობლივი ბრძანება;

•    „არასრულწლოვნის მიმართ განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წესისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 თებერვლის №120 ბრძანება.

 



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
გორგასლის 24 ა
საკონტაქტო ტელეფონები
2405944

დამატებითი მოთხოვნები
                    •	უმაღლესი განათლება იურიდიული ან სოციალური სამუშაოს განხრით;
•	საჯარო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, არანაკლებ 3 წელი - ხელმძღვანელ თანამდებობაზე;
•	პროექტების/პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სფეროში;
•	სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;  უცხო ენის (გარდა რუსულისა) ცოდნა;
•	შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა.

•	მენეჯერული უნარები: ლიდერობა, გუნდის მართვა, პროექტებისა და პროცესების მენეჯმენტი; 
•	ანალიტიკური აზროვნების უნარი;
•	ორგანიზებულობა;
•	კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარები;
•	ანტიკრიზისული მენეჯმენტი, კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
•	შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მართვა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    •	გამარტივებული კონკურსი ცხადდება სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
•	კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

-  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); 
- შესაბამისი სამუშაო გამოცდილების (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე) დამადასტურებელი დოკუმენტი - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა (დაკავებული თანამდებობისა და სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) ან, არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით); ატვირთული უნდა იყოს, სულ ცოტა, საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი;

•	კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ მოთხოვნებს;
•	აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
•	აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა.

კონკურსის ეტაპები:

•	განაცხადების გადარჩევა;
•	წერითი დავალება - საჭიროების შემთხვევაში; 
•	გასაუბრება.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. 
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება