ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 3 საათი, 47 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 25


ვაკანსიის N 56315     

პოზიციის დასახელება
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. 
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა).

                    
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
19.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
3800 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             •	სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ საქმიანობის ხელმძღვანელობა, წარმომადგენლობა მესამე პირებთან ურთიერთობაში;
•	ცენტრისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე კონტროლი; 
•	არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მართვა; 
•	არასრულწლოვან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიმართულების ხელმძღვანელობა; 
•	კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის კოორდინაცია; 
•	აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამების, მათ შორის, სისხლის სამართლის მედიაციის ინსტიტუციური განვითარების ხელმძღვანელობა;
•	საქართველოში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კოორდინაცია და ამ მიზნით დანაშაულის პირველად პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება; 
•	მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებების შესრულება;
•	კანონმდებლობით, მათ შორის, დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

•    საქართველოს კონსტიტუცია;

•    „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

•    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

•    „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

•    „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

•    საქართველოს შრომის კოდექსი;

•    „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

•    „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი;

•    „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება;

•    „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის  ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანება;



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2
რუსული       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
გორგასლის 24 ა
საკონტაქტო ტელეფონები
2405944

დამატებითი მოთხოვნები
                    •	უმაღლესი განათლება იურიდიული ან სოციალური სამუშაოს განხრით;
•	საჯარო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, 2-წლიანი გამოცდილება; 
•	პროექტების/პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, მათ შორის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სფეროში;

•	მენეჯერული უნარები: ლიდერობა, გუნდის მართვა, პროექტებისა და პროცესების მენეჯმენტი; 
•	ანალიტიკური აზროვნების უნარი;
•	ორგანიზებულობა;
•	კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარები;
•	ანტიკრიზისული მენეჯმენტი, კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
•	შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მართვა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    •	გამარტივებული კონკურსი ცხადდება სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
•	კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

-     უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); 
- შესაბამისი სამუშაო გამოცდილების (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე) დამადასტურებელი დოკუმენტი - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა (დაკავებული თანამდებობისა და სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) ან, არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით); ატვირთული უნდა იყოს, სულ ცოტა, საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი;

•	კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ მოთხოვნებს;
•	აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
•	აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა.

კონკურსის ეტაპები:

•	განაცხადების გადარჩევა;
•	წერითი დავალება - საჭიროების შემთხვევაში; 
•	გასაუბრება.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. 
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება