ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 3 საათი, 29 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 24


ვაკანსიის N 56303     

პოზიციის დასახელება
სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარე
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. 
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა).
                    
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
19.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
5300 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             •	სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელობა და მისი საქმიანობის წარმართვა, წარმომადგენლობა მესამე პირებთან ურთიერთობისას;
•	სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
•	კანონმდებლობის შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა; 
•	სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ თანამშრომლებისთვის მითითებებისა და დავალებების მიცემა, მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლი; 
•	სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
•	მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებების შესრულება;
•	კანონმდებლობით, მათ შორის, სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
4 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანება;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანება.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint            ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2
რუსული       B1       B1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
გორგასლის 24ა
საკონტაქტო ტელეფონები
2405985

დამატებითი მოთხოვნები
                    •	უმაღლესი განათლება სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან საჯარო მმართველობის მიმართულებით;
•	არანაკლებ 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, 2 წელი − მენეჯერულ პოზიციაზე; 

•	მენეჯერული უნარები: ლიდერობა, გუნდის მართვა, პროექტებისა და პროცესების მენეჯმენტი; 
•	ორგანიზებულობა;
•	კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარები;
•	სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
•	ანტიკრიზისული მენეჯმენტი, კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
•	შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მართვა;
•	ანალიტიკური აზროვნების უნარი;
•	შემოქმედებითობა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    •	გამარტივებული კონკურსი ცხადდება სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;

•	კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
-	უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); 
-	სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.

•	კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ მოთხოვნებს;
•	აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
•	აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა.

კონკურსის ეტაპები:
•	განაცხადების გადარჩევა;
•	წერითი დავალება - საჭიროების შემთხვევაში; 
•	გასაუბრება.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. 
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება