ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 3 საათი, 29 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 51


ვაკანსიის N 56296     

პოზიციის დასახელება
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია
ადამიანური რესურსების მართვა
განცხადების ბოლო ვადა
19.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
3300 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             •	სსიპ „იუსტიციის სახლის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობა და სამსახურის საქმიანობის  ეფექტიანად წარმართვა;
•	სსიპ „იუსტიციის სახლის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სტრატეგიული და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და სამსახურის საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;
•	სსიპ „იუსტიციის სახლის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანალიზი, სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებების ინიცირება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
•	სსიპ „იუსტიციის სახლის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომლებს შორის ფუნქციების გადანაწილება, მათ მიერ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულების მონიტორინგი;
•	ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრა და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
•	ადამიანური რესურსების მოზიდვა, შერჩევა/დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა;
•	თანამშრომელთა მოტივაციისა და შეფასების სისტემების შექმნა, დანერგვა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
•	ადამიანური რესურსის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების ინიცირება და ორგანიზება;
•	თანამშრომლების საქმიანობასთან მათი შრომის ანაზღაურების სისტემის შესაბამისობის ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
•	ხელმძღვანელობის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • მენეჯმენტის საფუძვლების ცოდნა;
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფცია;
  • ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ სერვისების შესახებ.
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.

 

ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციისა და სერვისების შესახებ, ასევე, საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.psh.gov.ge



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.თბილისი, სანაპიროს ქ.№2
საკონტაქტო ტელეფონები
595 08 79 93

დამატებითი მოთხოვნები
                    •	აუცილებელია ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1  წლიანი გამოცდილება;
•	ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
•	აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

•	გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა მიდგომების ცოდნა და პრაქტიკულად გამოყენების უნარი;
•	სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
•	დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
•	თანამშრომელთა განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
•	შეხვედრების წარმართვის, პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი;
•	გუნდურად მუშაობის უნარი; 
•	ცვლილებების ინიცირების ან/ და მართვის უნარი;
•	კომუნიკაბელურობა.


                    

დამატებითი ინფორმაცია
                    წერითი დავალება მოიცავს:

•	პროფესიულ წერითი დავალებას;
•	ტესტირებას ზოგად უნარებში;
•	ტესტირებას ქართულ ენაში.

•	გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ პროფესიული წერითი დავალების 60%-იან ბარიერს, ანუ მაქსიმალური 100 ქულიდან მიიღებენ 60 ქულას და მეტს, ასევე გადალახავენ ზოგად უნარებსა და ქართულ ენაში ჩატარებული ტესტირების 60%-იან ბარიერს, როგორც ზოგად უნარებში ისე ქართულ ენაში მაქსიმალური 80 ქულიდან კანდიდატმა უნდა მიიღოს 48 ქულა და მეტი.

•	კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა:
	შეავსოთ სამოტივაციო წერილის ველი;
	მიუთითოთ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
	განათლების ველში ატვირთოთ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                •	საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება