ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 3 საათი, 44 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 142


ვაკანსიის N 56293     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
იურიდიული დეპარტამენტის კონსულტანტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ:
1. თანამშრომლის ორიენტაცია/ადაპტაციას;
2. მოტივაციის სისტემებს;
3. განვითარების საშუალებას;
4. კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობას;
5. კარგ კორპორატიულ კულტურას და მაღალი სტანდარტის ეთიკურ გარემოს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას პროფესიულ და კარიერულ განვითარებაში.
სრული ინფორმაციისათვის იხილეთ: www.economy.ge
                    
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
20.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
2100 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             -  მონაწილეობს  სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზასა და სამართლებრივი დასკვნების მომზადებაში; 
- დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად შეიმუშავებს სამართლებრივი აქტების პროექტებს ან/და  ამზადებს  წინადადებებს სამართლებრივი პროექტების ინიცირების  თაობაზე;  
-  მონაწილეობს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის  იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს  მთავრობაში, საქართველოს პარლამენტსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში კანონმდებლობით  დადგენილი წესით წარდგენის უზრუნველყოფასა და კოორდინაციაში; 
- მონაწილეობს  სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში;
-  კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სამინისტროს კანონშემოქმედებით საქმიანობას, იხილავს ადმინისტრაციულ საჩივრებს, მონაწილეობს სასამართლო პროცესებში  და სხვა.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია; 
  • „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • ,„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; 
  •  ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი; 
  •   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; 
  •  საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; 
  •  საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; 
  •  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
  • ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი; 
  •  ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი; 
  •  ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი; 
  •   საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულება. 

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილის, სანაპიროს ქ.#2
საკონტაქტო ტელეფონები
2991060
საკონტაქტო პირი
თამარ ქარჩხაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    - სამართლის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; 
- სასურველია უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა. 
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:
- სავალდებულოა აიტვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად; 
- სავალდებულოა აიტვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 

შეფასების ეტაპზე: 
- კანდიდატის შეფასება მოხდება წერითი დავალებით და გასაუბრებით; 
- საკონკურსო თემატიკის შესაბამისად შემოწმდება თემატიკის შესაბამისი ცოდნა და ანალიზის უნარი; 
კანდიდატის შეფასების მაქსიმალურ ქულად განისაზღვრება 30; წერითი დავალების შეფასების მაქსიმალური ქულა - 20, გასაუბრების მაქსიმალური ქულა -10. 

კანიდატის გამოძახება გასაუბრებაზე არ მოხდება იმ შემთხვევაში თუ:
*კანდიდატი არ გამოცხადდება წერით დავალებაზე, ან გამოცხადდება და არ შეასრულებს წერით დავალებას, კანდიდატის წერითი დავალება შეფასდება 12 - ზე ნაკლები ქულით. 

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 12 თვიანი გამოსაცდელი ვადა გამოიყენება მხოლოდ პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის არმქონე პირთათვის.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება