ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 3 საათი, 47 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 26


ვაკანსიის N 56291     

თანამდებობის დასახელება
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება
პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის საჯარო მმართველობის სამმართველოს უფროსი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
კატეგორია
პოლიტიკა/ანალიტიკა
განცხადების ბოლო ვადა
19.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
4000 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             -	სამმართველოს საქმიანობის მართვა და კოორდინაცია;
-	საჯარო მმართველობის რეფორმის კოორდინაცია; საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს ორგანიზაციული და ანალიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
-	საჯარო მმართველობის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, განხორციელების მონიტორინგი და შეფასება;
-	ღია მმართველობის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, განხორციელების მონიტორინგი და შეფასება; 
-	კონფერენციებში მონაწილეობა და წარმომადგენლობა;
-	საჯარო მმართველობის და ღია მმართველობის თემებზე კვლევების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
-	საჯარო და ღია მმართველობის საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
-	საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის წარსადგენი ანგარიშების მომზადება;
-	შეხვედრების, კონფერენციების და ღონისძიებების დაგეგმვა;
-	პროექტების მართვა;
-	პრეზენტაციების მომზადება და ჩატარება;
-	ანალიტიკური და შედარებითი კვლევებისა და დასკვნების მომზადება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე;
-	საინფორმაციო მასალის მომზადება;
-	დეპარტამენტის უფროსის დავალებით სხვა ფუნქციების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
საერთაშორისო სამართალი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

დ) „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის № 77 დადგენილება;

ე) 2015 წლის 1 ივნისის საქართველოს მთავრობის N238 დადგენილება საქართველოში საგარეო დახმარების წესის კოორდინაციის თაობაზე.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. N27
საკონტაქტო ტელეფონები
0322990922 2022
საკონტაქტო პირი
ანა მირუაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით, მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით ;
ბ) საერთაშორისო სამართლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან/მისიებთან თანამშრომლობის გამოცდილება; 
ე) კონცეფციების, სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების შემუშავების არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
ვ) კონფერენციების, შეხვედრების და სხვა ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება;


                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); 
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით, (სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ; აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას).
- აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა (სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს თანამდებობით დაინტერესების მიზეზი).
- კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით;
- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). 
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, აგრეთვე მის მიერ, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;
- კანდიდატი ვალდებულია მიუთითოს ერთი ან ერთზე მეტი რეკომენდატორი და რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები;
- კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება მათ მიერ განცხადებაში (აპლიკაციებში) მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება