ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 3 საათი, 21 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 73


ვაკანსიის N 56279     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
იურიდიული სამსახურის სახელშეკრულებო უზრუნველყოფის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
19.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
1400 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             • საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის/შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში შესაბამის ხელშეკრულებებში ცვლილებების პროექტების მომზადება,
გარდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით გაფორმებული ხელშეკრულებებისა;
• სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ცვლილებების პროექტების, დანართის სახით მომზადება და მათ გაფორმებაში მონაწილეობის მიღება;
• დანართის სახით, მომზადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ცვლილებების პროექტების ვიზირების უზრუნველყოფა, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების, დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამისი მოადგილის/მოადგილეების მიერ;
• დანართის სახით, მომზადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ცვლილებების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა და მატერიალური სახით არსებული მასალების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდება;
• სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, აგრეთვე შესაბამისი საბანკო გარანტიების ამოქმედებასთან დაკავშირებული კორესპონდენციის პროექტის მომზადება;
• სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესაბამისად, პირისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის მონიტორინგის ხელშეწყობა, შესაბამისი საქმეებისათვის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების დართვა და ინფორმაციის სისტემატიზაცია;
• სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიათა წარმოდგენის მონიტორინგის ხელშეწყობა, აგრეთვე ვადაგაგრძელებულ საბანკო გარანტიათა შემოწმების ხელშეწყობა და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში მათი ატვირთვა;
• კომპეტენციის ფარგლებში, იურდიულ სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
• დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
• სამმართველოს უფროსის (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის), სამსახურის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის) და სამსახურის უფროსის მოადგილ(ებ)ის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილ(ებ)ის) ცალკეული მითითებებისა და დავალებების შესრულება;
• საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ (ზოგადი ნაწილი);
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილება „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №1-1/23 ბრძანება „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №43/ნ ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ალ. ყაზბეგის გამზირი N12
საკონტაქტო ტელეფონები
591217744

დამატებითი მოთხოვნები
                    • სასურველია Microsoft Office PowerPoint კარგად ცოდნა.

  პიროვნული მახასიათებლები:
• შიდა კომუნიკაციის დაგეგმვის ან/და წარმართვის უნარი;
• წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადების უნარები;
• საჯაროდ გამოსვლის უნარი;
• ინფორმაციის შეგროვების უნარი;
• ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
• გუნდურად მუშაობის უნარი;
• განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
• სტრესის ზემოქმედების ქვეშ მუშობის უნარი;
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
• სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი;

სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით, (სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ; აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას).

აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა (სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს თანამდებობით დაინტერესების მიზეზი).
კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულო და ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას;

კონკურსანტებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან წერილობით
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდება ქულათა სისტემის საფუძველზე
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება