ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 3 საათი, 37 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 63


ვაკანსიის N 56276     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
საკვალიფიკაციო პალატის სამდივნოს მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს უზენაესი სასამართლო
კატეგორია
საქმისწარმოება
განცხადების ბოლო ვადა
20.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             -საკვალიფიკაციო  პალატის საქმეებზე   გამართული სხდომის ოქმების წარმოება;
-პროცესის მონაწილე  მხარეთათვის საქმის განხილვის თარიღის  შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება;
-სხდომის გადადების შესახებ  პროცესის  მონაწილე მხარეთა ინფორმირება,  ხელწერილის ჩამორთმევა,  სასამართლო უწყებების  გაგზავნა;
-საკვალიფიკაციო პალატაში შემოსული  განცხადებების  და მასზე  თანდართული მასალების შენახვის/ დაცვის  უზრუნველყოფა;
-საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილებების/განჩინებების  ასლების გაგზავნა  სამართალწარმოების მონაწილეებისათვის; 
-დოკუმენტური მასალის საქმეში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ჩაკერება და საცნობარო ფურცელში ასახვა; 
-შეკერილი საქმის ჩაბარების უზრუნველყოფა;
-დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა;
-საკვალიფიკაციო  პალატის წევრთა და სხვა ხელმძღვანელთა სამსახურებრივი დავალებების შესრულება.



            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

„საქართველოს კონსტიტუცია“;

,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონი.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქ.32
საკონტაქტო ტელეფონები
2 99 02 86
საკონტაქტო პირი
შორენა კობახიძე

დამატებითი მოთხოვნები
                    სასურველია იურიდიულ სფეროში 1 წლიანი გამოცდიელბა
ეფექტური კომუნიკაცია
გუნდური მუშაობა
დამოუკიდებლად მუშაობა
საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა და დროის მართვა

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება და აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს; 
2. კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით (www.hr.gov.ge);
3. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) ველში - „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის გრაფაში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს: 
- შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
- მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება განსაზღვრულ მოთხოვნებს, არასრულად ექნება მითითებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე; 
დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). 
5. კანდიდატის შეფასება მოიცავს: 
5.1. საბუთების გადარჩევა;
5.2 წერითი დავალება (გასაუბრებაზე საკონკურსო კომისიასთან - გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც წერით დავალებაში დააგროვებს 8 ქულას და მეტს);
5.3. გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან. 
6. კანდიდატებს ნებისმიერი (დადებითი/უარყოფითი პასუხი) ინფორმაცია ეცნობებათ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. 
კონკურსანტების საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ (კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში) განხორციელდება გასაუბრების აუდიოჩაწერა. 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა; საკონკურსო კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება