ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

1 დღე, 3 საათი, 6 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 75


ვაკანსიის N 56071     

პოზიციის დასახელება
სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტის გაყიდვების მხარდაჭერის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო შედის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში და ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან, სარგებლობის უფლებით გადაცემასა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს. 
                    
კატეგორია
ქონების განკარგვა
განცხადების ბოლო ვადა
20.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
1700 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             - წინადადებების მომზადება:
• სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთისა და მოძრავი ნივთის (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული) აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, კერძოდ, აქციებისა და წილების, აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე;
• სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული) და მოძრავი ქონების (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული) სასყიდლით, აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე;
• კანონით დადგენილი წესით წილებისა და აქციების მართვის უფლებით აუქციონის ფორმით გადაცემის თაობაზე;
• მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და სხვა შენობა-ნაგებობის არასაცხოვრებელი ფართების, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების ორგანიზების შესახებ;
- დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვაში მონაწილეობა;
- სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
- სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ცალკეული დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

•  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

•  „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი;

•  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი;

• „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;

• „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონი;

• „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი;

• „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილება;

•  „ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №390 დადგენილება;

•  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილება;

•  „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1–1/1537 ბრძანება;

•  „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook            ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ჭავჭავაძის გამზ. N49ა
საკონტაქტო ტელეფონები
2991193
საკონტაქტო პირი
ხათუნა გვილავა

დამატებითი მოთხოვნები
                    • სასურველია მუშაობის გამოცდილება ქონებრივ საკითხებზე;

• ანალიტიკური აზროვნება;
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
• დავალების პრიორიტეტებად დაგეგმვის უნარი;
• პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
• დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც ზეპირ დავალებაში გადალახავენ 60%-იან ბარიერს, ანუ მაქსიმალური 10 ქულიდან მიიღებენ 6 ქულას და მეტს.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება