ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

22 დღე, 6 საათი, 39 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 2


ვაკანსიის N 55649     

პოზიციის დასახელება
ბაკალავრიატის მექანიკის ინჟინერიის მიმართულების ხელმძღვანელი (პროფესორი)
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
12.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
2190 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
გორი

ფუნქციები
                             –	მექანიკის ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, კურიკულუმის შედგენის, სასწავლო კურსების სილაბუსების შექმნის კოორდინაცია და ბაკალავრიატის საბჭოსათვის წარდგენა;
–	მექანიკის ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების პროცესის ხელმძღვანელობა;
–	მექანიკის ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსობრივ მხარეზე, ასევე პროგრამულ ნაწილში აკრედიტაციის სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელობა;
–	საგანმანათლებლო პროგრამებში მინიმუმ ორი საგანმანათლებლო კურსის  განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში საბაკალავრო ნაშრომების ხელმძღვანელობა, სასწავლო კურსების მუდმივი განვითარებისა და დახვეწისათვის ზრუნვა, ასევე განხორციელებული კურსების მიმდინარეობის მონიტორინგი; 
–	მექანიკის ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ აკადემიურ პერსონალთან მუდმივი კომუნიკაცია სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და სწავლების უახლესი მეთოდების  დანერგვის მიზნით;
–	მექანიკის ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო-მეთოდური ლიტერატურით უზრუნველყოფის ორგანიზება, ასევე სასწავლო ლიტერატურის განახლების პროცესში მონაწილეობა;
–	იუნკერებთან მუდმივი კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში  პროფესორ-მასწავლებლებთან და აკადემიის ადმინისტრაციასთან იუნკერთა შეხვედრების ორგანიზება;
–	სასწავლო პროცესის დაგეგმვისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება სასწავლო სამსახურისთვის, ასევე აკადემიური და მოწვეული პერსონალის სემესტრული დატვირთვის შედგენა.
–	კომპეტენციის ფარგლებში მექანიკის ინჟინერიის პროგრამის აკადემიური პერსონალისთვის ინდივიდუალური ხელშეკრულებების შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღება და ბაკალავრიატის საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა; 
–	აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების განვითარებაზე ზრუნვა და კონფერენციების ორგანიზებაში მონაწილეობა;
–	მექანიკის ინჟინერიის მიმართულების კვლევაში ჩართული პროფესორების კვლევით საქმიანობის კოორდინირება, იუნკერების საკონფერენციო თემების ხელმძღვანელობა, კვლევებში მონაწილეობა და  კვლევის შედეგების გამოქვეყნება;
–	ბაკალავრიატის ხელმძღვანელთან შეთანხმებით იუნკერთა საკონსულტაციო მეცადინეობების გრაფიკის შედგენა, პროცესში მონაწილეობა და განხორციელების კონტროლი; 
–	კომპეტენციის ფარგლებში აკადემიური პერსონალის მიერ საგამოცდო მასალის მომზადების პროცესის კონტროლი;
–	მიმდინარე შეფასების უწყისების წარმოების კონტროლი და ბაკალავრიატის ხელმძღვანელისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;
–	მექანიკის ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;
–	კომპეტენციის ფარგლებში მექანიკის ინჟინერიის პროგრამის აკადემიურ პერსონალთან ერთად  იუნკერებისთვის სასწავლო პროცესთნ დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობის უზრუნველყოფა;
–	მექანიკის ინჟინერიის პროგრამაზე მოსწავლე იუნკერთა სადიპლომო ნაშრომების თემატიკის შედგენის პროცესის ხელმძღვანელობა, თემატიკის დასამტკიცებლად ბაკალავრიატის საბჭოსადმი წარდგენა, ასევე სადიპლომო ნაშრომების მოსამზადებელი პერიოდის მიმდინარეობის კონტროლი;
–	კომპეტენციის ფარგლებში მექანიკის ინჟინერიის პროგრამის თვითშეფასების დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობა;
–	კომპეტენციის ფარგლებში ბაკალავრიატსა და მთლიანად აკადემიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობა;
–	გამოცდილების გაზიარებისა და გაუმჯობესების მიზნით კომპეტენციის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების განხილვის უზრუნველყოფა;
–	სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს ხელის შემშლელ საკითხების ბაკალავრიატის ხელმძღვანელისთვის  მოხსენება;
–	ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წინაშე ანგარიშვალდებულება.

–	საქართველოს კანონმდებლობით, აკადემიის სამართლებრივი აქტებითა და ბაკალავრიატის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
დოქტორი
სამუშაო გამოცდილება
6 წელი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი
საკონტაქტო ტელეფონები
577393607

დამატებითი მოთხოვნები
                         პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს დოქტორის  ხარისხი მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგიის, ტრანსპორტის, სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგიის, მასალათმცოდნეობის და სხვა მომიჯნავე დარგებში, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება.
   დასაშვებია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. პირის კვალიფიკაცია შეიძლება დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით შესაბამის სფეროში. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

   კანდიდატს უნდა შეეძლოს ქვემოთ ჩამოთვლილი სასწავლო კურსებიდან ორი ან რამდენიმე სასწავლო კურსის გაძღოლა: 

1.	საინჟინრო გრაფიკა;
2.	სტატიკა;
3.	დინამიკა;
4.	ჰიდრომექანიკა;
5.	ბალისტიკა;
6.	მანქანათა კონსტრუირება.

       აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
-	საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
-	სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.;
-	სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი (ბოლო 10 წლის განმავლობაში);
-	კვლევით პროექტებში/გრანტებში მონაწილეობა.
-	ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
-	დროის მართვის უნარი;
-	სამუშაოს რაციონალურად განაწილების უნარი;
-	ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
-	თვითგანვითარების უნარი;
-	უნარი, ასწავლოს სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
-	პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვა.



                    

დამატებითი ინფორმაცია
                       გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დაინტერესებულმა კანდიდატმა სავალდებულოა საკონკურსო განაცხადი ქართულ ენაზე (თანდართული მოთხოვნილი დოკუმენტებით) გადმოაგზავნოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე: www.hr.gov.ge 2019 წლის 3 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით.

  კანდიდატმა შესაბამის ველში აუცილებელია ატვირთოს:
- აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის ან/და შესაბამისი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს (უნდა ატვირთოს ,,ნაშრომები, პუბლიკაციები"-ს ველში);
- სასწავლო კურსის ორი ან რამდენიმე სილაბუსი (უნდა ატვირთოს ,,დამატებითი დოკუმენტაციის" ველში);
- საგანმანათლებლო პროგრამის ხედვა (უნდა ატვირთოს ,,დამატებითი დოკუმენტაციის" ველში);
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი (სადაც მითითებული იქნება ვაკანტური თანამდებობით დაინტერესების მიზეზი, ასევე ცოდნა და გამოცდილება, რითაც დასტურდება კანდიდატის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან);
- მიუთითოს რეკომენდატორის სახელი და გვარი,სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა.
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ან საკონკურსო კომისიის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები (მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში).

   საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს კონკურსანტს შესაბამისი საცდელი ლექციის ჩატარება, შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის/კურიკულუმის ან პროგრამის ხელმძღვანელის ხედვის პრეზენტაცია.

  შერჩეულ კანდიდატს გაუფორმდება აკადემიასთან აკადემიური პერსონალის აფილირების ხელშეკრულება.


                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის ფარული კენჭისყრის წესით განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება