ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

16 დღე, 18 საათი, 10 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 5


ვაკანსიის N 55648     

პოზიციის დასახელება
სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის თავდაცვის ანალიზის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
12.07.2019
თანამდებობრივი სარგო:
1200 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             –	კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში მონაწილეობის მიღება;
–	კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო კურსების გაძღოლა/სწავლება;
–	სამაგისტრო ნაშრომების, საკონფერენციო თემებისა და სხვა მსგავსი აქტივობების განხორციელებაში მონაწილეობა;
–	აკადემიაში განხორციელებულ კვლევებში და კვლევის შედეგების გამოქვეყნების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
–	თავდაცვის ანალიზის მიმართულების აკადემიურ პერსონალთან ერთად პროფესიული განვითარების პროგრამებში და სხვა სახის პროექტებში მონაწილეობა;
–	კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო კურსების სილაბუსების განვითარება/სრულყოფის პროცესში მონაწილეობა და ხელმძღვანელობა;
–	დადგენილ ვადებსა და პირობებში სასწავლო და საგამოცდო მასალის მომზადება; 
–	მაგისტრატურის იუნკერთა შეფასების უზრუნველყოფა სილაბუსში ასახული შეფასების ფორმების, მეთოდების, კომპონენტებისა და კრიტერიუმების მიხედვით;
–	მაგისტრატურის იუნკერთა საკონსულტაციო მეცადინეობებსა და კონსულტაციების პროცესში მონაწილეობა; 
–	თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამის თვითშეფასების დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობა;
–	კომპეტენციის ფარგლებში კოლეჯსა და მთლიანად აკადემიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობა;
–	კოლეჯის მეთაურის და მეთაურის მოადგილის წინაშე ანგარიშვალდებულება.
–	საქართველოს კანონმდებლობით, აკადემიის სამართლებრივი აქტებითა და კოლეჯის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება. 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
დოქტორი
სამუშაო გამოცდილება
3 წელი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი
საკონტაქტო ტელეფონები
577393607

დამატებითი მოთხოვნები
                        ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს დოქტორის  ხარისხი თავდაცვისა და უსაფრთხოების, სამხედრო მეცნიერების, სოციალური/პოლიტიკური მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების  და სხვა მიმიჯნავე დარგებში, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
   დასაშვებია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. პირის კვალიფიკაცია შეიძლება დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის ან სამხედრო მეცნიერების სფეროში. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

   კანდიდატს უნდა შეეძლოს სამაგისტრო პროგრამის ქვემოთ ჩამოთვლილი სასწავლო კურსებიდან ორი ან რამდენიმე სასწავლო კურსის გაძღოლა: 

1. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკა;
2. საგარეო პოლიტიკის ანალიზი და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიული ჩარჩო;
3. საერთაშორისო ორგანიზაციები;
4. სამეცნიერო კვლევის პრაქტიკული სემინარი;
5. უსაფრთხოების კვლევები;
6. კვლევის მეთოდები და დიზაინი.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
-   საოფისე  კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
-   სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
-   სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი (ბოლო 10 წლის განმავლობაში);
-   კვლევით პროექტებში/გრანტებში მონაწილეობა;
-   ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
-   დროის მართვის უნარი;
-   სამუშაოს რაციონალურად განაწილების უნარი;
-   ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
-   თვითგანვითარების უნარი;
-   უნარი, ასწავლოს სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
-   პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვა. 
                    

დამატებითი ინფორმაცია
                        გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დაინტერესებულმა კანდიდატმა სავალდებულოა საკონკურსო განაცხადი ქართულ ენაზე (თანდართული მოთხოვნილი დოკუმენტებით) გადმოაგზავნოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე: www.hr.gov.ge 2019 წლის 3 ივნისიდან  12 ივლისის ჩათვლით.

  კანდიდატმა შესაბამის ველში აუცილებელია ატვირთოს:
- აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის ან/და შესაბამისი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს (უნდა ატვირთოს ,,ნაშრომები, პუბლიკაციები"-ს ველში);
- სასწავლო კურსის ორი ან რამდენიმე სილაბუსი (უნდა ატვირთოს ,,დამატებითი დოკუმენტაციის" ველში);
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი (სადაც მითითებული იქნება ვაკანტური თანამდებობით დაინტერესების მიზეზი, ასევე ცოდნა და გამოცდილება, რითაც დასტურდება კანდიდატის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან);
- მიუთითოს რეკომენდატორის სახელი და გვარი,სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა.
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ან საკონკურსო კომისიის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები (მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში).

   საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს კონკურსანტს შესაბამისი საცდელი ლექციის ჩატარება, შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პრეზენტაცია.

შერჩეულ კანდიდატს გაუფორმდება აკადემიასთან აკადემიური პერსონალის აფილირების ხელშეკრულება.  
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                  გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის ფარული კენჭისყრის წესით განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება