ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 10 საათი, 37 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 64


ვაკანსიის N 55438     

პოზიციის დასახელება
სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
24.05.2019
თანამდებობრივი სარგო:
3600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             - ასრულებს სამსახურის უფროსის ბრძანებებს, მითითებებსა და დავალებებს;
- უშუალოდ კურირებს სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს;
- აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების მიერ სამსახურის შინაგანაწესის და მანდატურის ეთიკის კოდექსის შესრულებას;
- ითანხმებს თავის საკურაციოში მომზადებულ დოკუმენტაციას;
- ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”;
  • საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ”;
  • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს №74/ნ ბრძანება;
  • ,,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის  №468 დადგენილება;
  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 02 აგვისტოს №11ნ/№83 ბრძანება „საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ“.
  • „სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის 2017 წლის 3 იანვრის N3 ბრძანება.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, დ. უზნაძის 52
საკონტაქტო ტელეფონები
2 200 220

დამატებითი მოთხოვნები
                    
- საჯარო დაწესებულებაში მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელი პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება.

სასურველი მოთხოვნები:
- სასურველია, ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა (მეტყველება B2 - დონე, წერითი უნარები - B2 დონე).
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    გამარტივებული კონკურსი ცხადდება სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

აუცილებელია კანდიდატმა:
- განათლების გრაფაში ატვირთოს უმაღლესი განათლების (ბაკალავრის აკადემიური ხარისხის) დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების გრაფაში ატვირთოს საჯარო დაწესებულებაში მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელი პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული, დოკუმენტი - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა ან შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში). 
- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). 
- შესაბამის გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორი (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია) და წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი.
- დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გამარტივებული კონკურსის შედეგების შესაბამისად, გადაწყვეტილებას მიიღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება