ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 10 საათი, 43 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 7


ვაკანსიის N 55437     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია
სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში
კატეგორია
ადგილობრივი თვითმმართველობა
განცხადების ბოლო ვადა
24.05.2019
თანამდებობრივი სარგო:
750 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ამბროლაური
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             ა) საქართველოს მთავრობის დავალების ან შესაბამისი სამინისტროს მი­მარ­­თვის სა­ფუძ­­ველ­ზე ცალკეულ საკითხებზე ადგილობრივ თვითმმარ­თ­ველ ერ­თე­­უ­ლებ­თან კონსულტაციების ორგანიზება;
ბ) საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად ადგილობრივი თვით­მმართვე­ლო­ბის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა, ანალიზი და რე­კო­მენ­და­ცი­ების მომზადება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულისათვის  სათანადო ინფორმაციისა და რეკომენდაციების მომ­ზა­დება;
დ) ხელმღვანელობის დავალებით დამატებითი ფუნქციების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);

ე) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

ვ) „სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილება.

ზ) ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის N220 დადგენილება;

თ) ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილება;

ი) ,,სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 თებერვლის N57 დადგენილება;



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ამბროლაური.ბრატისლავა-რაჭის ქუჩა N11
საკონტაქტო ტელეფონები
595210997 595001840
საკონტაქტო პირი
ეკატერინე ლაშხი , კონსტანტინე გორდეზიანი

დამატებითი მოთხოვნები
                    1.კანდიდატს უნდა ჰქონდეს ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია  იურიდიული ან/და საფინანსო მიმართულებით. 
2. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შემდეგი უნარჩვევები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
კომპლექსური აზროვნება;
დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში; 
-  შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
-  აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან საჯარო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
- კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა რეზიუმეს შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა (დიპლომის ასლი);
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (შრომის წიგნაკი, არსებობის შემთხვევაში ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა)ასლი;
გ) კანდიდატმა უნდა მიუთითოს რეკომენდატორის სახელი გვარი, ტელეფონის ნომერი.
დ) შესაბამის ველში შეავსოს სამოტივაციო წერილი.
-  კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კანდიდატს ეცნობება მის მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
- კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება