ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 10 საათი, 50 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 23


ვაკანსიის N 55436     

პოზიციის დასახელება
ფინანსების მართვის და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი
ორგანიზაციის შესახებ
                    „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“ წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების (კადეტების), საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი კომპენსაციის/პენსიის მიმღები სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების (შემდგომ ტექსტში – პენსიონერები), აგრეთვე მათი ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა), იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო მომსახურებას.
                    
კატეგორია
ფინანსები
განცხადების ბოლო ვადა
24.05.2019
თანამდებობრივი სარგო:
2200 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
გორი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა, წარმართვა და ხელმძღვანელობა;
სამუშაო ფუნქციების გადანაწილება და დავალებების მიცემა სამსახურის თანამშრომლებისათვის;
სამხედრო ჰოსპიტალში საფინანსო დაგეგმარების, ანგარიშების სწორი მართვისა და ფულადი სახსრების კანონიერი და მიზნობრივი ხარჯვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
ხარჯთაღრიცხვის შესრულების მიმდინარეობაზე, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთანანგარიშსწორებაზე, აგრეთვე ფულადი სახსრებისა და დასაგეგმი წლის სამხედრო ჰოსპიტალის ბიუჯეტის პროექტის შედგენა;
დაფინანსების წყაროების მიხედვით დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;
გადაწყვეტილების მისაღებად სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა მასალების სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურის საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფა;
საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების კონტროლის უზრუნველყოფა;

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
პროფესია
ეკონომისტი, ფინანსისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

.საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"

,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" მარეგულირებელი ნორმები

,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ" 2016 წლის 08 ივნისის N5386 საქართველოს კანონი;

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონი

,,გრანტების შესახებ" საქართველოს კანონი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს N672 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაცია"

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის N49 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების სალაროს ორგანიზებისა და ოპერაციების წარმოების წესის შესახებ" ინსტრუქცია;

,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N220 ბრძანება;

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს N326 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ" დებულება;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის N439 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ" ინსტრუქცია;

,,საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N449 ბრძანება;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესი";

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის N197 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,გამოუსადეგარ(ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულება"

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 მარტის N422 განკარგულება ,,საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ"

,,სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 ივლისის N225 ბრძანება.

,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N424 ბრძანება

საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი"

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის N36 ბრძანება ,,ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ".



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
გორი, ჭავჭავაძის ქ.56
საკონტაქტო ტელეფონები
0370 27 08 76
საკონტაქტო პირი
ეკატერინე ხუჯაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    -ფინანსების სფეროში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
-ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულება;
-დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
-დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;
-პრეზენტაციების შემუშავებისა და წარმართვის უნარი;
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    -კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით ,,საჯარო სამსახურის ბიუროს" მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
-,,ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში, კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
-შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
-მიუთითოს არანაკლებ ერთი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
-კანდიდატმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი;
-კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის  შემთხვევაში, ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე: (ვაკანსიის შევსებისას გთხოვთ, ,,პირადი ინფორმაციის" ბლოკში მიუთითოთ რეგისტრაციის და ფაქტობრივი მისამართი);
-კონკურსს ჩაატარებს ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის საკონკურსო კომისია (მის: გორი, ჭავჭავაძის ქ.N56);
-დასაქმებულს თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან მიეცემა ყოველთვიური ანაზღაურება.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება