ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 10 საათი, 56 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 31


ვაკანსიის N 55435     

პოზიციის დასახელება
სტაჟიორი მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების სამსახურში
კონკურსის ტიპი
სტაჟირება
ორგანიზაცია
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია
სტაჟირება
განცხადების ბოლო ვადა
24.05.2019
თანამდებობრივი სარგო:
ანაზღაურების გარეშე
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი

ფუნქციები
                             •	კომპანიის ვებ გვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირებაში მონაწილეობა;
•	სოციალური ქსელებისთვის შესაბამისი კონტენტის შექმნაში მონაწილეობა; 
•	სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოებასა და ანალიზში მონაწილეობა; 
•	შიდა საინფორმაციო ვებგვერდის მართვაში მონაწილეობა.
•	საჭირო თემების გამოვლენასა და შემდგომ განთავსებაში (ვებ-გვერდზე/სოციალურ ქსელში) მონაწილეობა;
•	კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
•	საინფორმაციო კამპანიების, ოფიციალური ღონისძიებების, ბრიფინგების, მედიასემინარების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სტუდენტი
საკონკურსო თემატიკა
                    

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.

·         სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 15 იანვრის №35/ს ბრძანებით დამტკიცებული  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - იუსტიციის სახლის ფილიალებისა და სატელეფონო ცენტრის მომსახურების ხარისხის სტანდარტი;

·         სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფცია;

·         ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ სერვისების შესახებ.

·         საკონკურსო თემატიკით გათვალისწინებული ინფორმაცია და სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია სსიპ იუსტიციის სახლის ვებგვერდზე www.psh.gov.ge



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
595 08 79 93

დამატებითი მოთხოვნები
                    •	აუცილებელია კანდიდატი იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი; 
•	აუცილებელია კანდიდატი იყოს მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი ან ბაკალავრი;
•	აუცილებელია ინგლისური ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა(B2 დონე);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

•	გუნდურად მუშაობის უნარი.
•	დეტალებზე ორიენტირებულობა;
•	პასუხისმგებლობის გრძნობა;
•	გამართული წერის უნარი; 
•	სტრესულ გარემოში მუშობის უნარი;
•	მოლაპარაკების უნარი.
•	ანალიტიკური აზროვნება;
•	ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    •	აუცილებელია, კანდიდატმა რეკომენდატორების გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია. 
•	ასევე აუცილებელია სათანადო ველში კანდიდატმა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა უნივერსიტეტიდან.
•	კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა შეავსონ სამოტივაციო წერილის ველი; 

სტაჟირების პირველი 3 თვე არა ანაზღაურებადია. სტაჟირების პროცესში მიღებული ცოდნისა და გამოვლენილი უნარების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს გაუგრძელდება სტაჟირების ვადა დამატებით 3 თვე. სტაჟირების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, სტაჟირება იქნება ანაზღაურებადი, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება 400 ლარის (დარიცხული) ოდენობით. ანაზღაურებადი სტაჟირება შეიძლება გაგრძელდეს ერთ წლამდე ვადით. 

	წერითი დავალება გულისხმობს ტესტირებას ზოგად უნარებსა და ქართულ ენაში;
	გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის აპლიკანტები, რომლებიც გადალახავენ ზემოთ მითითებული ტესტირებებისთვის განსაზღვრულ 50%-იან ბარიერს, ანუ ტესტირებაში მაქსიმალური 80 ქულიდან თითოეულში მიიღებენ 40 ქულას და მეტს.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება