ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 11 საათი, 3 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 57


ვაკანსიის N 55434     

პოზიციის დასახელება
ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახურის ადამიანური რესურსებისა და საქმისწარმოების განყოფილების სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო შეიქმნა 2013 წლის 14 მაისს. სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვას. 
მისი ფუნქციებია: ტყის მოვლა, აღდგენა, ტყის ფონდის მონიტორინგი, აღრიცხვა და დაგეგმვა; ტყითსარგებლობის რეგულირება; ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; დადგენილი წესით, ხე-ტყის დამზადება; დადგენილი წესით ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემა; კანონით განსაზღვრული სხვა უფლებომოვალეობების განხორციელება.
                    
კატეგორია
ტყის მართვა
განცხადების ბოლო ვადა
24.05.2019
თანამდებობრივი სარგო:
1000 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             •	სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა საკადრო საკითხების წარმოება; 
•	ელექტრონული ბაზების წარმოება-განახლება, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შესახებ ცნობის გაცემა;
•	კომპეტენციით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების განხილვა და მათზე რეაგირება სამსახურებრივი ცნობების მომზადება; 
•	კომპეტენციის ფარგლებში საშტატო ნუსხის წარმოება;
•	ხელმძღვანელების მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კანონი ”საჯარო სამსახურის შესახებ”;
  • საქართველოს კანონი ”საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”;
  • საქართველოს შრომის კოდექსი;
  • საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”;
  • ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო  სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის N 50 ბრძანება.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, გულუას ქ. №6
საკონტაქტო ტელეფონები
599033073
საკონტაქტო პირი
მაკა ამაშუკელი

დამატებითი მოთხოვნები
                    •	საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
•	მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
•	დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი და გამოცდილება; 
•	ანალიტიკური აზროვნების უნარი;
•	ორგანიზებულობა,  კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
ა) სამუშაო გამოცდილების, მათ შორის საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (ბრძანება ან ხელშეკრულება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლი;
ბ) განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი.
- საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
- შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება წარმოდგენილი საკონტაქტო მონაცემების საშუალებით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილებას იღებს კომისია კენჭისყრის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება