ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 11 საათი, 12 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 33


ვაკანსიის N 55432     

პოზიციის დასახელება
სტაჟიორი მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების სამსახურში (მომსახურების განვითარების მიმართულება)
კონკურსის ტიპი
სტაჟირება
ორგანიზაცია
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია
სტაჟირება
განცხადების ბოლო ვადა
24.05.2019
თანამდებობრივი სარგო:
ანაზღაურების გარეშე
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი

ფუნქციები
                             •	ახალი სახელმწიფო და კერძო სერვისების დანერგვის პროცესში მონაწილეობა;
•	არსებული და ახალი სერვისების მიწოდების პროცედურების ოპტიმიზაციის პროცესში მონაწილეობა;
•	ინსტრუქციების და სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში მონაწილეობა;
•	სამუშაო პროგრამების ბიზნეს-ამოცანების შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სტუდენტი
საკონკურსო თემატიკა
                    

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.

·         სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 15 იანვრის №35/ს ბრძანებით დამტკიცებული  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - იუსტიციის სახლის ფილიალებისა და სატელეფონო ცენტრის მომსახურების ხარისხის სტანდარტი;

·         სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფცია;

·         ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ სერვისების შესახებ.

·         საკონკურსო თემატიკით გათვალისწინებული ინფორმაცია და სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია სსიპ იუსტიციის სახლის ვებგვერდზე www.psh.gov.ge


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
595 08 79 93

დამატებითი მოთხოვნები
                    •	აუცილებელია კანდიდატი იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი; 
•	აუცილებელია ინგლისური ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა(B2 დონე);
•	სასურველია სერვისების მიწოდების სფეროში გამოცდილება;
•	სასურველია პროექტების მართვის მიმართულებით გამოცდილება;
•	სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა;


პიროვნული უნარ-ჩვევები:

•	გუნდურად მუშაობის უნარი.
•	დეტალებზე ორიენტირებულობა;
•	პასუხისმგებლობის გრძნობა;
•	გამართულად წერის უნარი; 
•	სტრესულ გარემოში მუშობის უნარი;
•	ანალიტიკური აზროვნება;
•	ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    •	აუცილებელია, კანდიდატმა რეკომენდატორების გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია. 
•	ასევე აუცილებელია სათანადო ველში კანდიდატმა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა უნივერსიტეტიდან.
•	კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა შეავსონ სამოტივაციო წერილის ველი.

სტაჟირების პირველი 3 თვე არა ანაზღაურებადია. სტაჟირების პროცესში მიღებული ცოდნისა და გამოვლენილი უნარების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს გაუგრძელდება სტაჟირების ვადა დამატებით 3 თვე. სტაჟირების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, სტაჟირება იქნება ანაზღაურებადი, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება 400 ლარის (დარიცხული) ოდენობით. ანაზღაურებადი სტაჟირება შეიძლება გაგრძელდეს ერთ წლამდე ვადით. 

	წერითი დავალება გულისხმობს ტესტირებას ზოგად უნარებსა და ქართულ ენაში;
	გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის აპლიკანტები, რომლებიც გადალახავენ ზემოთ მითითებული ტესტირებებისთვის განსაზღვრულ 50%-იან ბარიერს, ანუ ტესტირებაში მაქსიმალური 80 ქულიდან თითოეულში მიიღებენ 40 ქულას და მეტს.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება