ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 9 საათი, 47 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 12


ვაკანსიის N 55430     

პოზიციის დასახელება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის ფსიქოლოგი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო
კატეგორია
ფსიქოლოგია
განცხადების ბოლო ვადა
24.05.2019
თანამდებობრივი სარგო:
800 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბათუმი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             სამიზნე ჯგუფები:
• ძალადობის მსხვერპლი/რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები და მათი ოჯახები;
• სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები; 
• ბავშვები, რომელთა მშობლებიც დავობენ სასამართლოში შვილთან დაკავშირებულ საკითხებზე.

უფლება–მოვალეობები:
• სამიზნე ჯგუფების ბენეფიაციარების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება, კონსულტირება, დასკვნის მომზადება.;
• თითოეული შემთხვევის შესახებ დოკუმენტაციის წარმოება (დაარქივება);
• უფროსი სოციალური მუშაკის ინფორმირებულობა სისტემაში არსებული საჭიროებების შესახებ;
• ინფორმაციის შესაბამის მონაცემთა რეესტრში შეტანა;
•მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონულ საბჭოზე განსახილველად გამოსატანი საქმეების, 
მომზადებული დასკვნების, რეკომენდაციებისა და შეფასებების წინასწარი გაცნობა; საბჭოს მიმდინარეობისას მათ განხილვაში მონაწილეობის მიღება. ფსიქოლოგი ერთვება შემთხვევის მართვაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალური თუ ტერიტორიული ორგანოს მომართვის საფუძველზე და ამ პროცესში აქვს მჭიდრო თანამშრომლობა სოციალურ მუშაკთან. იგი ასევე არის მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონული საბჭოს წევრი.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
პროფესია
ფსიქოლოგი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • ბავშვის უფლებათა კონვენცია (რატიფიცირებული საქართველოს პარლამენტის მიერ 1994 წელს);
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • “საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;
  • ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“  2016 წლის 12 სექტემბრის N437 საქართველოს მთავრობის დადგენილება;
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება“.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
წერეთლის 144
საკონტაქტო ტელეფონები
595285588

დამატებითი მოთხოვნები
                    სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•	ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება;

სასურველი მოთხოვნები:
•	სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ–ჩვევები.
•	ანალიტიკური უნარი;
•	ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;
•	ბავშვებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
•	სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    სავალდებულოა, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) და სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტის ატვირთვა.

გასაუბრებაზე კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების (დიპლომი) ორიგინალები.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით და კანდიდატს ეცნობება განაცხადის მიღების ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება