ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 10 საათი, 37 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 15


ვაკანსიის N 55421     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
მოსამართლის თანაშემწე
კონკურსის ტიპი
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია
ბათუმის საქალაქო სასამართლო
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
24.05.2019
თანამდებობრივი სარგო:
1300 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბათუმი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             - მოქალაქეების, მათი განცხადებების მიღება და საქმის მომზადება სასამართლო სხდომაზე განსახილველად;
- მოსამართლის დავალებით სასამართლო აქტების პროექტების მომზადება;
- სასამართლო პროცესის მონაწილეებისათვის სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შეტყობინება;
- საპროცესო დოკუმენტების ასლების მომზადება და მათი სამართალწარმოების მონაწილეებისათვის გადაცემა;
- საჯარო შეტყობინებათა გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
- სასამართლო სხდომათა გრაფიკების მომზადება;
- დამოწმებული უწყებების სასამართლოში დაბრუნებაზე კონტროლი და ადრესატისათვის უწყების ჩაუბარებლობის მიზეზის გადაცემა მოსამართლისათვის;
- დამთავრებული საქმეების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სასამართლოს კანცელარიისათვის გადაცემა;
- ხელმძღვანელის კანონიერი მითითებების შესრულება;
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

თ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

ი) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

კ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ლ) “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

მ) "საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის #1/310 გადაწყვეტილება;



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა N30
საკონტაქტო ტელეფონები
577 14-88-37;
საკონტაქტო პირი
ინგა ფუტკარაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) როგორც წესი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სპეციალური სასწავლო კურსის გავლა ან მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, ადვოკატად ან სასამართლოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ანდა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
ბ) იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; 
- დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი; 
- გუნდური მუშაობის უნარი; 
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 
- დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი; 
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;

- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს;

- კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს და შემდეგ ეტაპზე (ზეპირი დავალება და გასაუბრება) გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განცხადების (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს; 

- კონკურსის მეორე ეტაპზე თითოეულ კანდიდატს საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე მიეცემა ზეპირი დავალება კითხვების სახით;

- „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
1. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი;
3. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასწავლო კურსის გავლის ან/და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
4. დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის (მოქმედი) პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან საჯარო მოხელეთა რეზერვში მყოფი პირი,  ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;

- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას;

- დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთების შემთხვევაში, უნდა აიტვირთოს მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი). საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აიტვირთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე; 

- კანდიდატთან დაკავშირება მოხდება მხოლოდ მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით;

- კანდიდატმა გასაუბრების ეტაპზე სავალდებულოდ უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                - საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით;

- საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში;
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება