ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 10 საათი, 44 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 26


ვაკანსიის N 55420     

პოზიციის დასახელება
დირექტორის მოადგილე
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
24.05.2019
თანამდებობრივი სარგო:
4750 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             • საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში ინვესტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მონიტორინგი, მათ შორის ინვესტორის მიერ საინვესტიციო ხელშეკრულებით განსაზღვრული შესასრულებელი ვალდებულებების თაობაზე სააგენტოს ხელმძღვანელის წინასწარი ინფორმირება;

• მონაწილეობა ინვესტორის მიერ საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილი საკითხების განხილვასა და შეთანხმებაში, საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებებისა და აქტივების განკარგვის/უფლებრივად დატვირთვის, ინვესტორის სადამფუძნებლო სტრუქტურის ცვლილების განხილვასა და შეთანხმებაში საინვესტიციო ხელშეკრულებით დადგენილი წესით;

• საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი ქმედებებისა და რეაგირების კოორდინაციაში მონაწილეობა კანონმდებლობისა და კომპეტენციის შესაბამისად;

• საინვესტიციო ხელშეკრულებით გასაფორმებელი პირდაპირი ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკებებში მონაწილეობა და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მათი გაფორმება, კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით;

• საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში ინვესტორის მიერ ვალდებულებების დარღვევის, ვადაგადაცილების ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, კანონმდებლობითა და საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედებების უზრუნველყოფა, მათ შორის, შესაბამისი შეტყობინებ(ებ)ის გაგზავნის, პირგასამტეხლოს დაკისრების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის, საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტიების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დირექტორის ინფორმირება და  ორგანიზებაში მონაწილეობა;

• საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში ინვესტორის მიერ წარმოდგენილი შუალედური და სხვა ანგარიშების, ასევე ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი ინფორმაციისა და დოკუმენტების (მათ შორის აუდიტის/საექსპერტო დასკვნების) შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

• საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, ინვესტორის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დადასტურების პროცესის ორგანიზება; ინვესტორის მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, ანგარიშის მომზადების და წარდგენის ორგანიზება;

• სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა;

• საააგენტოს მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი გამართულობის უზრუნველყოფა;

• სამართლებრივი კუთხით არსებული ხარვეზებისა და პრობლემების შესწავლისა და მათი დროული და კვალიფიციური გადაწყვეტის თაობაზე ხელმძღვანელის ინფორმირება; 

•სააგენტოს ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება; 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
7 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს შრომის კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონი;

„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი;

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 11 ოქტომბრის №21/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დებულება”.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint            ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       C2       C2
ქართული       C2       C2
რუსული       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.თბილისი, ნ.რამიშვილის ქ. N 33
საკონტაქტო ტელეფონები
599310008
საკონტაქტო პირი
მაია ლემონჯარია

დამატებითი მოთხოვნები
                    - იურისტად მუშაობის მიმართულებით არანაკლებ 7 წლიანი გამოცდილება;
- მათ შორის, საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში იურისტად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; 
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საინვესტიციო პროექტებში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    • საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ცხადდება გამარტივებული საჯარო კონკურსი. 
• სავალდებულოა აიტვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
• სავალდებულოა აიტვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად;
• გასაუბრების დროს შემოწმდება უცხო ენის ცოდნაც.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განაცხადის წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. 
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება