ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 10 საათი, 47 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 17


ვაკანსიის N 55418     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების წამყვანი სპეციალისტი.
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ხაშურის რაიონული სასამართლო
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
24.05.2019
თანამდებობრივი სარგო:
850 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ხაშური
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             1.	აღრიცხავს მიღებულ კორესპონდენციას და საქმეებს, აწარმოებს პროგრამულ აღრიცხვას. 
2.	აწარმოებს სააღრიცხვო ჟურნალებსა და ბარათებს, სასამართლოში დაბრუნებული საქმეების აღსრულებას და აარქივებს;
3.	 ახორციელებს გასაჩივრებული საქმეების შემოწმებას და გაგზავნას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში;
4.	აღრიცხავს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე ნივთიერი მტკიცებულებებს  და   უზრუნველყოფს მათ შენახვას კანონით დადგენილი წესით;
5.	ადგენს სტატისტიკურ ანგარიშებს;
6.	აწარმოებს არქივს;
7.	კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ხელმძღვანელთა ცალკეულ დავალებებს; 
8.	ასრულებს სამუშაოსთან დაკავშირებულ  სხვა უფლება -მოვალეობებს. 

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული  კანონმდებლობა;

გ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;  

დ) „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის N414  ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ“

ვ) „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის N466 ბრძანებულება;

ზ) „საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის #1/310 გადაწყვეტილება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. ხაშური, კოსტავას ქ. N15
საკონტაქტო ტელეფონები
577284249
საკონტაქტო პირი
გოჩა მელიქიძე

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს და შემდეგ ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს; 
- კანდიდატთან დაკავშირება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით; 
- კონკურსს ჩაატარებს ხაშურის რაიონული სასამართლოს საკონკურსო კომისია. 

„ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს და წარმოადგინოს: 
1. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი; 
2. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული (გერბიან ბლანკზე დაბეჭდილი ან ბეჭდით დამოწმებული) დოკუმენტის ასლი; 


- კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მომდევნო ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული. დოკემენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). 
(ვაკანსიის შევსებისას გთხოვთ, პირადი ინფორმაციის ბლოკში ზუსტად მიუთითეთ რეგისტრაციის და ფაქტობრივი მისამართი). 

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნის მიზანშეწონილობის თაობაზე, თანაბარი ხმების შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კომისიის თავმჯდომარის ხმას; კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება