ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 11 საათი, 0 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 12


ვაკანსიის N 55416     

თანამდებობის დასახელება
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
მანდატურის სამსახურის მანდატური
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
გურჯაანის რაიონული სასამართლო
კატეგორია
მანდატური
განცხადების ბოლო ვადა
24.05.2019
თანამდებობრივი სარგო:
900 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
გურჯაანი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - მოსამართლეების, სასამართლო პროცესის მონაწილეებისა და მოწმეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- სასამართლოში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
- წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით სასამართლოს თავმჯდომარისა და სასამართლო სხდომის თავმჯდომარის მითითებების შესრულება;
- სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის დაცვა;
- სასამართლო პროცესის დაწყებისათვის სასამართლო სხდომის დარბაზის მზადყოფნის შემოწმება, მოსამართლის მითითებით სასამართლოს სხდომის დარბაზში სისხლის სამართლის საქმისა და ნივთიერი მტკიცებულებების გადატანის და დაცვის უზრუნველყოფა;
- სასამართლოში სამართალდარღვევის აღკვეთა, სამართალდამრღვევის გამოვლენა, აუცილებლობის შემთხვევაში მისი დაკავება პოლიციისათვის გადაცემის მიზნით და ამის თაობაზე დაკავების ოქმის შედგენა.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სრული ზოგადი განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;

ბ)"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონი;

გ)"სასამართლოში ფოტოგადაღების, კინო-, ვიდეო-, აუდიო ჩაწერისა და ეთერში გადაცემის წესის შესახებ" სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანება;

დ) საქართველოს  სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი;


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. გურჯაანი სანაპიროს ქუჩა #24
საკონტაქტო ტელეფონები
577-28-42-39
საკონტაქტო პირი
ეკა მელიქიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    სასურველია უმაღლესი განათლება
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
- კანდიდატთან დაკავშირება მოხდება განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
- კონკურსს ჩაატარებს გურჯაანის რაიონული სასამართლოს საკონკურსო კომისია (ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24).
„ჩემი რეზიუმე"- ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს სრული ზოგადი განათლების დოკუმენტის (ატესტატი) ასლი.
კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხმათა უმრავლესობით, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება