ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 11 საათი, 5 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 46


ვაკანსიის N 55415     

პოზიციის დასახელება
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - საპენსიო სააგენტო
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
24.05.2019
თანამდებობრივი სარგო:
3500 ლარიდან 6500 ლარამდე
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობებია, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: 

• საპენსიო სააგენტოს ინსტიტუციონალური ჩამოყალიბების პროცესის დაგეგმვაში, განხორციელებაში და მართვაში მონაწილეობა;
• "დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონთან და საპენსიო სააგენტოს დებულებასთან შესაბამისად საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავებაში და მის განხორციელებაში მონაწილეობა; 
• საპენსიო სააგენტოს პროცესების და შესაბამისი პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა;
• მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, საპენსიო სააგენტოს ყოველდღიური საქმიანობის მართვაში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობის, კანონქვემდებარე აქტების, სააგენტოს დებულების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
• საპენსიო სააგენტოს დირექტორის მიერ მისთვის დელეგირებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება;
• საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
• საპენსიო სააგენტოს დირექტორის მიერ დელეგირების შემთხვევაში, წარმომადგენლობა დაინტერესებულ მხარეებთან და საზოგადოებასთან საპენსიო სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხთან მიმართებაში;
• საპენსიო სააგენტოს დირექტორის მიერ სხვა დავალებების შესრულება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
10 წელი
პროფესია
მენეჯმენტი ან/და სამართალი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს კანონი ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
  •  საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; (სამართლებრივი აქტების ცოდნის დონე შემოწმდება გასაუბრების ეტაპზე).


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint            ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2
ინგლისური       C2       C2
რუსული       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, ყიფშიძის 7ბ
საკონტაქტო ტელეფონები
2423132
საკონტაქტო პირი
ნინო ჩხაიძე

დამატებითი მოთხოვნები
                    • კანდიდატს უნდა გააჩნდეს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
• სსიპ-საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

შემდეგი უნარ-ჩვევები:
o მართვის უნარი;
o გუნდური მუშაობის უნარი;
o კრიტიკული აზროვნების უნარი;
o არგუმენტაციის უნარი;
o დროის მართვის უნარი;
o მონაცემთა ანალიზის უნარი;
o მიზანდასახულობა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კანდიდატი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღებად შეირჩევა გამარტივებული კონკურსის საფუძველზე.
გამარტივებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამარტივებული კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ
ვებგვერდზე: http://www.hr.gov.ge.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
• შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი.
• სამოტივაციო წერილი;
• ინგლისური ენის ცოდნის დონე შემოწმდება გასაუბრების ეტაპზე.
• არ შეიძლება საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადებული იყო გაკოტრებულად ან ფინანსური ინსტიტუტის მართვისთვის შეუფერებლად;

გამარტივებული კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 მაისი;

გამარტივებული კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სსიპ-საპენსიო სააგენტოს დირექტორი.

                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება