ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 11 საათი, 12 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 69


ვაკანსიის N 55413     

პოზიციის დასახელება
აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახურის პროგრამის კოორდინატორი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი
კატეგორია
განათლება
განცხადების ბოლო ვადა
24.05.2019
თანამდებობრივი სარგო:
1900 ლარი
ადგილების რაოდენობა
2
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             - პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მართვა და მონიტორინგი;
- პროგრამის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა;
- პროგრამის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა და მათთან მუშაობა;
- პროგრამის ფარგლებში შესარჩევი კონკურსის გამოცხადების უზრუნველყოფა; 
- სააპლიკაციო პროცესის ორგანიზება, წარმართვა და მონიტორინგი; 
- პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისიის სხდომების ორგანიზება და კოორდინაცია;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სააპლიკაციო პროცესთან დაკავშირებით დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციის გაწევა; 
- პროგრამის ბენეფიციარებთან კომუნიკაცია;
- პროგრამის მონაწილეებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მისი გაფორმების უზრუნველყოფა;
- პროგრამის მონაწილეებთან დადებული ხელშეკრულებების და პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
- კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა;
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს ცენტრის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ";
- საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ";

- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N180/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint            ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2
ინგლისური       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.N7, მე-2 სართული
საკონტაქტო ტელეფონები
+995 591913108
საკონტაქტო პირი
ლალი ჭოღოშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    სამუშაო გამოცდილება:
- აუცილებელია საჯარო ან საერთაშორისო/საერთაშრისო არასამთავრობო დაწესებულებაში განათლების სფეროში პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვის, კოორდინირების ან მონიტორინგის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
- საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.

ცოდნა/კომპეტენცია:
- საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სააპლიკაციო სისტემების ზოგადი ცოდნა;
- განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა და ცენტრის საქმიანობის შესახებ ზოგადი ცოდნა;
- უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც ფლობს დამატებით უცხო ენას.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- სამუშაოს ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში/სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- კოლეგიალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, წერითი);
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრეზენტაციების მომზადებისა და ჩატარების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- პუნქტუალურობა;
- კოლეგიალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, წერითი);
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრეზენტაციების მომზადებისა და ჩატარების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - აპლიკანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და  წარმოადგინოს მინიმუმ ერთი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
- კონკურსში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს კანდიდატი, თუ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) ატვირთული მონაცემებით დგინდება მისი შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებთან და წარმოდგენილი აქვს სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია;
- აპლიკანტებთან დაკავშირება მოხდება რეზიუმეში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად;
- კონკურსს ჩაატარებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების საერთაშორისო ცენტრი.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება