ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 10 საათი, 1 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 9


ვაკანსიის N 55408     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
საკრებულოს აპარატის იურდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
24.05.2019
თანამდებობრივი სარგო:
1200 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
მარნეული
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების და 
აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამართლებრივი ინფორმაციით უზრუნველყოფას და მათთვის შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას;
- სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ამზადებს და საკრებულოს თავმჯდომარეს ან აპარატის უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს, 
რეკომენდაციებს, დასკვნებს;
- აწარმოებს საკრებულოში ინიცირებული პროექტების ვიზირებას და ადმინისტრაციული აქტების მისაღებად მომზადებული პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, 
უზრუნველყოფს მის კანონთან შესაბამისობას;
- ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი უფლებამოსილების დამდგენი 
დოკუმენტის საფუძველზე გამოდის სასამართლო პროცესზე და წარმოადგენს საკრებულოს ინტერესებს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
სამართალმცოდნე
საკონკურსო თემატიკა
                    

-  საქართველოს კონსტიტუცია;

-  ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;

-  საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;

-  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);

- მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი დებულება (რეგლამენტი)

-  საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“;

-  საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“;

-  საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“;

-  საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“;

-  საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი’’;

-  საქართველოს კანონი ,,მეწარმეთა შესახებ’’;

-  საქართველოს კანონი,,ნორმატიული აქტების შესახებ’’;



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73
საკონტაქტო ტელეფონები
599 85 73 30, 599 85 73 06
საკონტაქტო პირი
ნინო ბერიძე, ნათია გაფრინდაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    აუცილებელია იურდიული საქმიანობის მიმართულებით, მუშაობის -  1 წლიანი სამუშაო გამოცდილება. 

კომპეტენციები:
-  ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა;
-  დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
-  ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
-  საკუთარი საქმის დაგეგმვის უნარი და ორგანიზების უნარი;
-  დროის ეფექტიანი მართვა; 


                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული);
გ) სამოტივაციო წერილი.
2. კანდიდატი ვერ გადავა შემდეგ ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასევე იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული. დოკუმენტაცია ატვირთული უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
3. კონკურსის ეტაპების ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია განთავსდება მუნიციპალიტეტის მიერ ადმინისტრირებულ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.marneuli.gov.ge -ზე და კონკურსანტებს ეცნობებათ მითითებული ელ. ფოსტის მისამართზე ან საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე.
4. კონკურსის ეტაპის დასრულებისა და შესაბამისი შედეგების თაობაზე ინფორმაცია კონკურსანტებს მიეწოდებათ, მათ მიერ მითითებული ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.


                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება