ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 10 საათი, 8 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 61


ვაკანსიის N 55407     

პოზიციის დასახელება
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორის მოადგილე
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
24.05.2019
თანამდებობრივი სარგო:
2500 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბათუმი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             1. ცენტრის პიარისა და პროექტების მართვის სფეროს მიკუთვნებული მიმართულებების ხელმძღვანელობა;
2. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციის სამსახურისა და პროექტების მართვის სამსახურის საქმიანობის წარმართვა და მათზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე კონტროლი;
3. ცენტრის უფროსთან ერთად საერთო ორგანიზაციული სტრატეგიისა და პრიორიტეტების შემუშავება-განსაზღვრა;
4. თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება,   დავალებების მიცემა და მათი მუშაობის შეფასება;
5. კოორდინაციას უწევს პროგრამების შემუშავებას, დამტკიცებასა და მის ეფექტურად განხორციელებას. პროექტის განხორციელებაში ჩართულ გარე სუბიექტების ხელმძღვანელ პირებთან ამყარებს კომუნიკაციას და კონტროლს უწევს პროექტის სწორ მიმდინარეობას;
6. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და კავშირების დამყარების მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება;
7. ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელება-კოორდინაცია. საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა;
8.მასობრივ საინფორმაციო საშუალებებსა და სოციალურ მედიასთან თანამშრომლობით ცენტრის საქმიანობის პოპულარიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ცენტრი საქმიანობის შესახებ რეკლამების, საგაზეთო სტატიებისა და ვიდეორგოლების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
9. პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით ცენტრის საქმიანობის   საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა 
ცენტრის საქმიანობის შესახებ მასმედიით გაშუქებული მასალების მონიტორინგის განხორციელება, ცენტრი მიერ განხორციელებული საქმიანობისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის მომზადება.



            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

1. საქართველოს კონსტიტუცია;

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

3. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

4. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

5. ,,ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი;

6. „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის“ დამტკიცების შესახებ’’  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის N553 განკარგულება’’;

7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 6 მაისის N7 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დებულება’’.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4
საკონტაქტო ტელეფონები
(0422)245371
საკონტაქტო პირი
ნათია ქუთათელაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) უმაღლესი განათლება; 
ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება (მარკეტინგის, პროექტების მართვის, განათლების, კულტურის, სპორტის ან ახალგაზრდობის სფეროს მიმართულებით), მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; 
გ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე.
დ) კომპეტენციები:
•	ხელმძღვანელობის უნარი;
•	დაგეგმვისა  და  ორგანიზების  უნარი;
•	ცვლილებების ინიცირებისა და მართვის უნარი;
•	ანალიტიკური  აზროვნების  უნარი;
•	საჯაროდ გამოსვლის უნარი;

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    გამარტივებული კონკურსი ცხადდება სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;

კანდიდატებმა  კონკურსში  მონაწილეობისათვის  განაცხადი  უნდა  წარადგინონ  მხოლოდ  ელექტრონული  ფორმით,  საჯარო  სამსახურის  ბიუროს  მიერ  ადმინისტრირებული  ვებ-გვერდის  www.hr.gov.ge  მეშვეობით.

კანდიდატმა  საჯარო  სამსახურის  ბიუროს  მიერ  ადმინისტრირებულ  ვებ-გვერდზე  www.hr.gov.ge  სავალდებულოდ  უნდა  ატვირთოს  შემდეგი  დოკუმენტები:

ა)  უმაღლესი  განათლების  დამადასტურებელი  დოკუმენტების  ასლ(ებ)ი  (უცხოურ  ენაზე  გაცემული  უმაღლესი  განათლების  დამადასტურებელი  დოკუმენტის  არსებობის  შემთხვევაში,  ასევე,  ნოტარიულად  დამოწმებული  თარგმანი).  

ბ)  შრომის  წიგნაკის  ასლი  (ასეთის  არსებობის  შემთხვევაში)  ან  სამუშაო  გამოცდილების  დამადასტურებელი  სხვა  დოკუმენტ(ებ)ის  ასლ(ებ)ი  (უცხოურ  ენაზე  გაცემული  ცნობის  არსებობის  შემთხვევაში,  ასევე,  ნოტარიულად  დამოწმებული  თარგმანი).  აღნიშნულ  დოკუმენტში  მოცემული  ინფორმაცია  უნდა  შეესაბამებოდეს  შესაბამისი  ვაკანტური  თანამდებობისთვის  დადგენილი  მოთხოვნებით განსაზღვრულ, ხელმძღვანელ  თანამდებობაზე  მუშაობისა  და  მოთხოვნილი  სტაჟის  ხანგრძლივობას.

უპირატესობა მიენიჭება ახალგაზრდობის სფეროში პროექტების შემუშავებისა ან/და განხორციელების გამოცდილების მქონე კანდიდატს.

გასაუბრების  ეტაპზე  დაშვებული  იქნებიან  მხოლოდ  ის  კონკურსანტები,  რომლებიც  დააკმაყოფილებენ  აღნიშნული თანამდებობისთვის  დადგენილ  მოთხოვნებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილი სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებ-გვერდზე www.moecs.ge

გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კონკურსის  შედეგების  შესაბამისად,  საუკეთესო  კანდიდატის  შერჩევის  შესახებ  გადაწყვეტილებას  იღებს  საჯარო  დაწესებულების  ხელმძღვანელი.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება