ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

9 დღე, 10 საათი, 28 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 22


ვაკანსიის N 55404     

პოზიციის დასახელება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორი
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
კატეგორია
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა
02.06.2019
თანამდებობრივი სარგო:
2900 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბათუმი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             1. მართავს ცენტრს და წარმოადგენს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
2. წარმართავს ცენტრის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით;
3. ახორციელებს ცენტრის საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო უზრუნველყოფას;
4. ზედამხედველობს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;
5. თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
6. ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს,  ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;
7. სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის ბიუჯეტს, საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს;
8. უფლებამოსილია, თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
9. ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიები, საბჭოები) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
10. კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
11. ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
4 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

1. საქართველოს კონსტიტუცია;

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

3. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

4. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

5. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

6. ,,ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი;

7. ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

8. „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის“ დამტკიცების შესახებ’’  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის N553 განკარგულება’’;

9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 6 მაისის N7 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დებულება’’.  



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4
საკონტაქტო ტელეფონები
(0422)245371
საკონტაქტო პირი
ნათია ქუთათელაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება (ფინანსების, ეკონომიკის, სამართლის, ადამიანური რესურსების, მარკეტინგის, პროექტების მართვის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის სფეროს ან შესყიდვების მიმართულებით) მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
ბ) სასურველია ახალგაზრდობის სფეროში პროექტების შემუშავებისა ან/და განხორციელების გამოცდილება; 
გ)  ინგლისურ ენასთან ერთად, აუცილებელია მეორე უცხო ენის ცოდნა B2 დონეზე (რუსული, ფრანგული და ა.შ)
დ) კომპეტენციები:
•	ხელმძღვანელობის უნარი;
•	დაგეგმვისა  და  ორგანიზების  უნარი;
•	ცვლილებების ინიცირებისა და მართვის უნარი;
•	ანალიტიკური  აზროვნების  უნარი;
•	საჯაროდ გამოსვლის უნარი; 
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    გამარტივებული კონკურსი ცხადდება სსიპ  ახალგაზრდობის  რეგიონული  ცენტრის  დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;

კანდიდატებმა  კონკურსში  მონაწილეობისათვის  განაცხადი  უნდა  წარადგინონ  მხოლოდ  ელექტრონული  ფორმით,  საჯარო  სამსახურის  ბიუროს  მიერ  ადმინისტრირებული  ვებ-გვერდის  www.hr.gov.ge  მეშვეობით.

კანდიდატმა  საჯარო  სამსახურის  ბიუროს  მიერ  ადმინისტრირებულ  ვებ-გვერდზე  www.hr.gov.ge  სავალდებულოდ  უნდა  ატვირთოს  შემდეგი  დოკუმენტები:

ა)  უმაღლესი  განათლების  დამადასტურებელი  დოკუმენტების  ასლ(ებ)ი  (უცხოურ  ენაზე  გაცემული  უმაღლესი  განათლების  დამადასტურებელი  დოკუმენტის  არსებობის  შემთხვევაში,  ასევე,  ნოტარიულად  დამოწმებული  თარგმანი.  იმ  შემთხვევაში,  თუ  უმაღლესი  განათლების  დამადასტურებელი  დოკუმენტის  (დიპლომი)  საშუალებით  ვერ  დასტურდება  მითითებული  მიმართულება/დარგი/სპეციალობა,  აუცილებელია,  აიტვირთოს  დიპლომის  დანართიც;

ბ)  შრომის  წიგნაკის  ასლი  (ასეთის  არსებობის  შემთხვევაში)  ან  სამუშაო  გამოცდილების  დამადასტურებელი  სხვა  დოკუმენტ(ებ)ის  ასლ(ებ)ი  (უცხოურ  ენაზე  გაცემული  ცნობის  არსებობის  შემთხვევაში,  ასევე,  ნოტარიულად  დამოწმებული  თარგმანი).  აღნიშნულ  დოკუმენტში  მოცემული  ინფორმაცია  უნდა  შეესაბამებოდეს ხელმძღვანელ  თანამდებობაზე  მუშაობისა  და  მოთხოვნილი  სტაჟის  ხანგრძლივობას. ასევე ახალგაზრდობის სფეროში მუშაობის გამოცდილების არსებობის შემთხვევაში, იგი უნდა იქნეს დადასტურებული დოკუმენტურად.

გასაუბრების  ეტაპზე  დაშვებული  იქნებიან  მხოლოდ  ის  კონკურსანტები,  რომლებიც  დააკმაყოფილებენ  აღნიშნული თანამდებობისთვის  დადგენილ  მოთხოვნებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილი სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებ-გვერდზე www.moecs.ge

გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის  ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით. 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კონკურსის  შედეგების  შესაბამისად,  საუკეთესო  კანდიდატის  შერჩევის  შესახებ  გადაწყვეტილებას  იღებს  საჯარო  დაწესებულების  ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება