ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 11 საათი, 8 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 4


ვაკანსიის N 55389     

თანამდებობის დასახელება
პირველი რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
კონკურსის ტიპი
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია
ონის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
საფინანსო/საბიუჯეტო
განცხადების ბოლო ვადა
24.05.2019
თანამდებობრივი სარგო:
1300 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ონი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             •	ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
•	ანაწილებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და მოსამსახურეთა ფუნქციებს, კომპეტენციებსა და პასუხისმგებლობას; 
•	განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
•	ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
•	უნაწილებს კორესპოდენციას თანამშრომლებს, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე, ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საჯარო მოსამსახურეთა შორის, ისმენს ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას;
•	ონის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
•	ონის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
•	ონის მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
•	ახორციელებს კანონმდებლობით, ონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
5 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;
  • საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი”.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქალაქი ონი, დავით აღმაშენებლის ქ. N40
საკონტაქტო ტელეფონები
591010440
საკონტაქტო პირი
მაგდა მაისურაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    კანდიდატს აუცილებლად მოეთხოვება:
-საფინანსო, საბიუჯეტო ან საბუღალტრო სფეროში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება

კომპეტენციები: 
-ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი, 
-საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი, 
-სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი, 
-სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი,
-ცვლილებების/ სიახლეების ინიციირებისა და მართვის უნარი, 
-პროექტების მართვის უნარი,
-თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი, 
-მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი, 
-გუნდის განვითარების უნარი, 
-პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
-შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
-აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობს სახელმწიფო სამსახურში, ან რეზერვში მყოფი პირი (რითაც ასევე, დასტურდება, რომ უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში).
2. კანდიდატმა "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში უნდა ატვირთოს: 
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 
ბ)სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი (შრომის წიგნაკი - არსებობის შემთხვევაში ან სხვა სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი). 
3. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს ან/და არასრულად ექნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია, ვერ გააგრძელებს კონკურსის გასაუბრების ეტაპზე მონაწილეობას.
4. გასაუბრების ჩატარების ზუსტი ადგილისა და თარიღის შესახებ კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება