ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 10 საათი, 38 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 3


ვაკანსიის N 55360     

თანამდებობის დასახელება
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
მერის წარმომადგენელი ონის მუნიციპალიტეტის შეუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ონის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
ადგილობრივი თვითმმართველობა
განცხადების ბოლო ვადა
24.05.2019
თანამდებობრივი სარგო:
800 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ მერისათვის წინადადებების წარდგენა; 
- მერის დავალებით სტატისტიკური და სხვა მონაცემების შეგროვება; 
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების/თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობა; 
- მერის დავალებით ადმინისტრაციულ ერთეულში გამოკითხვის ჩატარება; 
- დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე კონკრეტულ მისამართზე პირის ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურება; 
- მერისათვის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ წინადადებების წარდგენა; 
- მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; 
- მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
სრული ზოგადი განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;

გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქალაქი ონი, დავით აღმაშენებლის ქ. N40
საკონტაქტო ტელეფონები
591010440
საკონტაქტო პირი
მაგდა მაისურაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    -დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; 
-დეტალებზე ორიენტირება; 
-კომუნიკაცია მოქალაქეებთან; 
-პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით;
2. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა განაცხადთან ერთად აუცილებელია ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს ან/და არასრულად ექნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია, ვერ გააგრძელებს კონკურსის გასაუბრების ეტაპზე მონაწილეობას;
4. გასაუბრების ჩატარების ზუსტი ადგილისა და თარიღის შესახებ კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება