ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 10 საათი, 2 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 17


ვაკანსიის N 55347     

პოზიციის დასახელება
საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო შეიქმნა 2013 წლის 14 მაისს. სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვას. 
მისი ფუნქციებია: ტყის მოვლა, აღდგენა, ტყის ფონდის მონიტორინგი, აღრიცხვა და დაგეგმვა; ტყითსარგებლობის რეგულირება; ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; დადგენილი წესით, ხე-ტყის დამზადება; დადგენილი წესით ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემა; კანონით განსაზღვრული სხვა უფლებომოვალეობების განხორციელება.
                    
კატეგორია
ტყის მართვა
განცხადების ბოლო ვადა
24.05.2019
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების პროცედურების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
ტენდერის პროცედურების მიმდინარეობის კონტროლი და სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების  ატვირთვა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პროექტების მომზადება;
მომწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებების პირობების მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების დოკუმენტის პროექტის მომზადება;
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში და შესყიდვების ფინანსური კონტროლის პროგრამაში ხელშეკრულებების, შეთანხმებების და მათი შესრულების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის რეგისტრაცია. 
კომპეტენციის ფარგლებში განცხადების, წერილების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა.
ხელმძღვანელთა სხვა დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
ეკონომისტი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის N 50 ბრძანება;
  • "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“.
  • „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება;
  • „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება;
  • „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება;
  • „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (მუხლი 1595-დან 1599-ის ჩათვლით);
  • „ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება 2014 წლის 14 იანვრის №55 ბრძანება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი (მუხლი 8, პუნქტი 33, მუხლი 19 და მუხლი 168);
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, გულუას ქ. №6
საკონტაქტო ტელეფონები
599033073
საკონტაქტო პირი
მაკა ამაშუკელი

დამატებითი მოთხოვნები
                    •	სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
•	საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
•	მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
•	დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი; 
•	ანალიტიკური აზროვნების უნარი;
•	ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
ა) სამუშაო გამოცდილების, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში და საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (ბრძანება ან ხელშეკრულება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლი;
ბ) განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი.
- საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
- შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება წარმოდგენილი საკონტაქტო მონაცემების საშუალებით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილებას იღებს კომისია კენჭისყრის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება