ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 11 საათი, 9 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 18


ვაკანსიის N 55335     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და დოკუმენტალური მონიტორინგის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
ინფრასტრუქტურა/კეთილმოწყობა
განცხადების ბოლო ვადა
24.05.2019
თანამდებობრივი სარგო:
900 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
რუსთავი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             - ინფრასტრუქტურული პროექტების დოკუმენტაციის დამუშავების უზრუნველყოფა, წინასაპროექტო და წინასწარი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;
- დაგეგმილი, მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის აღრიცხვა, დახარისხება, შენახვა;
- ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება, შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოება, სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი; 
- მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაცია, სამსახურის ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის სისტემატიურად მიწოდება სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ; 
- მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
  • საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი  „საავტომობილო გზების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი  „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“;
  •  „ქალაქ რუსთავის  მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014  წლის  8  აგვისტოს  N9  დადგენილება;
  • „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების  და ტრანსპორტის სამსახურის  დებულების დამტკიცების  შესახებ“  ქალაქ რუსთავის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის  1  თებერვლის  №21  დადგენილება;


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. №20
საკონტაქტო ტელეფონები
(0341)224770

დამატებითი მოთხოვნები
                    პროფესიული და პიროვნული უნარები:

-	გუნდური მუშაობა;
-	დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
-	ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
-	საკუთარი საქმის დაგეგმვის უნარი;
-	დროის ეფექტიანი მართვა; 
-	ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ - გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით;
2. კანდიდატმა შესაბამის ველში აუცილებლად უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია: 
- „განათლება" ბლოკში კანდიდატმა უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
-„სამუშაო გამოცდილება“ ბლოკში კანდიდატმა უნდა ატვირთოს - სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა);
- „რეკომენდატორები" ბლოკში მიუთითეთ მინიმუმ ერთი რეკომენდატორი და ატვირთეთ ხელმოწერით დამოწმებული სარეკომენდაციო წერილი; 
- „სამოტივაციო წერილი“ ბლოკში კანდიდატმა უნდა ატვირთოს წერილი, სადაც დასაბუთებულად იქნება წარმოჩენილი აღნიშნულ ვაკანსიაზე მუშაობის დაწყების სურვილი და კანდიდატის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან; 
3. საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
4. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, არასრულად ექნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია ან არასრულად/არასწორად შევსებული განაცხადი, ვერ გააგრძელებს კონკურსის მომდევნო ეტაპზე მონაწილეობას;
5. კონკურსის მომდევნო ეტაპის ჩატარების შესახებ (ზუსტი ადგილი, თარიღი, დრო) კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე;
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება