ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 10 საათი, 7 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 3


ვაკანსიის N 55267     

პოზიციის დასახელება
სკოლის ექიმი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საჯარო სკოლა
კატეგორია
ჯანდაცვა
განცხადების ბოლო ვადა
24.05.2019
თანამდებობრივი სარგო:
395 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თელავი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             1. მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მშობლების ინფორმირება/რეკომენდაციის გაცემა; 
2. იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა;
3. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევების გამოვლენის შემდგომი რეაგირების ხელშეწყობა და მონიტორინგი; 
4. ბავშვებსა და მოზარდებში ისეთი სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას; 
5. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრავმის, დამწვრობის, ასპირაციის, მოტეხილობის, ჭრილობის, რესპირაციული დისტრესის, შოკის, კომის, კრუნჩხვის, ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილისა და სხვათა დროს; 
6. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დროული გამოძახება (საჭიროების შემთხვევაში); 
7. მოსწავლეთა შესახებ სკოლაში წარმოდგენილი სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის შეტანა კომპიუტერში;
8. ქრონიკული დაავადებების (მაგალითად: სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები და სხვა) გამოვლენის შემთხვევაში ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; 
9. ინფექციური დაავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; 
10. სკოლაში შემსვლელთა და მოსწავლეთა აცრების კალენდრის შესწავლა და მშობლის/მეურვის ინფორმირების საშუალებით იმუნიზაციის პროგრამებში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა, მათთვის რეკომენდაციების მიცემა; 
11. ახდენს მოსწავლეთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის კომპიუტერში შეტანას; 
12. გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარულ-ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; 
13. სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა; 
14. სასკოლო კვების სტანდარტთან გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; 
15. მოსწავლეთა, სკოლის პერსონალის და მშობელთა/მეურვის სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება (ჰიგიენის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის და სხვ. შესახებ მოსწავლეებთან საუბარს ექიმი აწარმოებს როგორც სადამრიგებლო საათის ფარგლებში, ისე ინდივიდუალურად); 
16. ბავშვებზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო სტრუქტურების ინფორმირება; 
17. სკოლის დღის რეჟიმის შედგენაში მონაწილეობა; 
18. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დირექციისა და დამრიგებლისათვის რეკომენდაციის მიცემა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დროებით გათავისუფლების შესახებ. 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
პროფესია
ექიმი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საჯარო სკოლა
საკონტაქტო ტელეფონები
577677868
საკონტაქტო პირი
ვენერა ჩიკვაიძე

დამატებითი მოთხოვნები
                    1. კანდიდატისადმი სავალდებულო მოთხოვნები: ა)  სახელმწიფო დიპლომი. ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ბ)  სახელმწიფო ენის ცოდნა.

2.კანდიდატი სასურველია აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს: ა) ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება; ბ) დამთავრებული ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პედიატრიული ფაკულტეტი; გ) სასურველია ცხოვრობდეს (ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) ადმინისტრაციულ საზღვრებში;  

3. თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი სხვაგან და/ან ფლობენ სახელმწიფო სერტიფიკატს ორ სპეციალობაში (მაგ. „საოჯახო მედიცინა“ „პედიატრია“ ,,თერაპევტი’ და სხვა’).
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1.ვაკანტური ადგილის დასაკავებლად სკოლის მიერ კონკურსის გამოცხადება ხდება საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge). კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 3-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. 
2. კონკურსში მონაწილეობის მსურველობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით. განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან ორი კვირის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება