ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 18 საათი, 45 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 3


ვაკანსიის N 55020     

თანამდებობის დასახელება
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული განყოფილების უფროსი
კონკურსის ტიპი
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
24.04.2019
თანამდებობრივი სარგო:
1000 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თიანეთი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             ა) ახდენს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ამოცანების დასახვას, საქმიანობის ორგანიზებასა და მართვას, ამოცანების შესრულების ზედამხედველობას, პრიორიტეტებისა და ვადების კონტროლს;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს დასკვნებს, სხვადასხვა რეკომენდაციებს, აგრეთვე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტებს;
გ) ითანხმებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ პროექტებზე, შედეგებზე, პროცედურებზე, ანგარიშებზე, დასკვნებზე, სხვადასხვა სახის აქტებზე და წარმოების მასალებზე;
დ) ამზადებს და წარადგენს ინიციატივებს;
ე)  უზრუნველყოფს კომუნიკაციას გარე ორგანიზაციებთან ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით;
ვ)  პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების შეფასებაზე, წახალისებაზე, განვითარებაზე, მოტივაციაზე, დისციპლინური ღონისძიებების  ინიციირებაზე;
ზ) უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამართლებრივი ინფორმაციით უზრუნველყოფას და მათთვის შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას;
თ) სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ამზადებს და საკრებულოს თავმჯდომარეს ან აპარატის უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს, რეკომენდაციებს, დასკვნებს;
ი) აწარმოებს საკრებულოში ინიციირებული პროექტების ვიზირებას და ადმინისტრაციული აქტების მისაღებად მომზადებული პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, უზრუნველყოფს მის კანონთან შესაბამისობას;
კ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და სამოქალაქო-საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი უფლებამოსილების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე გამოდის სასამართლო პროცესზე და წარმოადგენს საკრებულოს ინტერესებს.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
სამართალმცოდნე
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ,,ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;”
ვ) „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.“
ზ),,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;“
ი) ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“
კ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ლ) თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 დეკემბრის #25 დადგენილაბა „თიანეთის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook            ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint            ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
დაბა თიანეთი, რუსთაველის #67.
საკონტაქტო ტელეფონები
595220175
საკონტაქტო პირი
თამარ მოსახლიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    კონკურსში მონაწილე კანდიდატს მოეთხოვება იურისტად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
კომპეტენციები:
ა) ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
ბ) კომპლექსური აზროვნების უნარი;
გ) სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
დ ) ცვლილებების ინიციირებისა და მართვის უნარი;
ე) თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
ვ) მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
ზ) პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
თ) გუნდის განვითარების უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში; 
- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
- აუცილებელია კანდიდატმა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.

- კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით;
- "განათლება" ბლოკში კანდიდატმა უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კანდიდატმა სამუშაო გამოცდილების ველში უნდა ატვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან);
- „სამოტივაციო წერილი" ბლოკში კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, რომელშიც დაასაბუთებს თუ რატომ დაინტერესდა აღნიშნული ვაკანსიით;
- საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მომდევნო ეტაპზე, თუ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ მოთხოვნებს;
- კონკურსის ყოველი მომდევნო ეტაპის ჩატარების შესახებ (ზუსტი ადგილი, თარიღი, დრო) კონკურსანტებს ეცნობებათ საჯარო სამსახურის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე HR.GOV.GE;
- კონკურსის ზეპირი დავალების/გასაუბრების ეტაპზე კონკურსანტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშვება აღნიშნულ ეტაპებზე.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                - კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება