ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 18 საათი, 41 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 11


ვაკანსიის N 55019     

პოზიციის დასახელება
ფინანსების მართვის და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი სპეციალისტი (ბუღალტერი)
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი
ორგანიზაციის შესახებ
                    ს.ს.ი.პ. „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“ წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების (კადეტების), საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი კომპენსაციის/პენსიის მიმღები სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების (შემდგომ ტექსტში – პენსიონერები), აგრეთვე მათი ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა), იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო მომსახურებას.
                    
კატეგორია
ფინანსები
განცხადების ბოლო ვადა
24.04.2019
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
გორი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             სამხედრო ჰოსპიტალში შემოსული მატრიალური ფასეულობების თითოეული ანგარიშფაქტურის პროგრამული კონტროლი, დაფინანსების წყაროების მიხედვით ცალ-ცალკე, ასევე საბუღალტრო პროგრამა ,,ორისში" თითოეული შემოსული ანგარიშფაქტურის პროგრამულად აყვანა დაფინანსების წყარობის მიხედვით. განყოფილებების მიხედვით მედიკამენტების და სახარჯი მასალის, მატერიალური ფასეულობების (ძირითადი საშუალება, მცირეფასიანი ინვენტარი, საკანცელარიო და სამეურნეო მასალება და სხვა მარაგები) აღრიცხვა. სანივთე საწყობების შემოსავალ-გასავლის კონტროლი და შესაბამის საბუღალტრო ანგარიშებზე ასახვა. ფიზიკური პირების მიერ ჩაბარებული სისხლის ღირებულების უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება. დასაქმებული პერსონალისათვის ხელფასის უწყისების დაანგარიშება-დარიცხვა და შესაბამის საბუღალტრო ანგარიშებზე ასახვა. კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში კონფიდენციალურობის დაცვა. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა, სამხედრო ჰოსპიტლის დებულებით, სამუშაო აღწერილობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება. ხელმძღვანელობის სხვა კანონშესაბამისი დავალებების შესრულება. 

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
ბუღალტერი, ეკონომისტი, ფინანსისტი, ბიზნესის ადმინისტრირება
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
  • საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
  • ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  მარეგულირებელი ნორმები;
  • ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ 2016 წლის 08 ივნისის N5386  საქართველოს კანონი;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონი;
  • ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს N672 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაცია“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის N49 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების სალაროს ორგანიზებისა და ოპერაციების წარმოების წესის შესახებ’’ ინსტრუქცია;
  • ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N220 ბრძანება;
  • საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს N326 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულება;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის N439 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქცია;
  • ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N449 ბრძანება;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესი“
  • საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის N197 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულება“
  • საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 მარტის N422 განკარგულება ,,საბიუჯეტო დეფიციტის  მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ“
  • ,,სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 ივლისის N225 ბრძანება.
  • ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N424 ბრძანება.
  • საქართველოს ორგანული კანოონი ,, საქართველოს შრომის კოდექსი“.
  • საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის N36 ბრძანება ,,ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცებების შესახებ“.

 



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
გორი, ჭავჭავაძის ქ. N56
საკონტაქტო ტელეფონები
0370 27 08 76
საკონტაქტო პირი
ეკატერინე ხუჯაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    -	სავალდებულოა ფინანსურ სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციაში ბუღალტრად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;  
-	სავალდებულოა სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მუშაობის გამოცდილების ქონა;  
-	სავალდებულოა საბუღალტრო პროგრამა ,,ორის ბუღალტერი“-ს ცოდნა;
-	ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-	მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; მოწესრიგებულება; დეტალებზე ორიენტირებულება;
-	გუნდური მუშაობის უნარი;
-	დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    -კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით ,,საჯარო სამსახურის ბიუროს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 
„ჩემი რეზიუმე“-ს შესაბამის ბლოკში, კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს: 
- შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
- მიუთითოს არანაკლებ ერთი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
-კანდიდატმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი;
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე; (ვაკანსიის შევსებისას გთხოვთ, „პირადი ინფორმაციის“ ბლოკში მიუთითოთ რეგისტრაციის და ფაქტობრივი მისამართი);
- კონკურსს ჩაატარებს ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის საკონკურსო კომისია (მის: გორი, ჭავჭავაძის ქ. №56);

- დასაქმებულს თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან მიეცემა ყოველთვიური ანაზღაურება.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიიღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში. 

                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება