ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 19 საათი, 17 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 7


ვაკანსიის N 55014     

პოზიციის დასახელება
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მრჩეველი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია
საფინანსო/საბიუჯეტო
განცხადების ბოლო ვადა
24.04.2019
თანამდებობრივი სარგო:
1400 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             •	სსიპ „იუსტიციის სახლის“ საბიუჯეტო პროცესის დაგეგმვის, შესრულებისა და ანგარიშგების  მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მომზადება, დამუშავება და ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
•	სსიპ „იუსტიციის სახლის“ ბიუჯეტის ყოველდღიური კონტროლი და მოგება ზარალის უწყისი წარდგენა მაკონტროლებელი უწყებისთვის;
•	სსიპ „იუსტიციის სახლის“ ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური და ყოველკვარტალური დეტალური ანგარიშის წარდგენა მაკონტროლებელი უწყებისთვის;
•	კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენა მაკონტროლებელი უწყებისთვის;
•	სსიპ „იუსტიციისა სახლის“ საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მომზადება და მაკონტროლებელი უწყებისთვის წარდგენა;
•	სსიპ „იუსტიციის სახლის“ სხვადასხვა საოპერაციო და ანალიტიკური ანგარიშგების წარმოება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
•	სახელმწიფო ხაზინის ერთიან ელექტრონულ პროგრამაში (etreasury) ფინანსური ოპერაციების შესახებ კვარტალური განაცხადის რეგისტრაცია;
•	შესყიდვების (ანალიზურ) გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება და კომპეტენციის ფარგლებში გეგმის კონტროლი; 
•	კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
•	უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფცია;
  • ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ სერვისების შესახებ. 
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი„საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
  • კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;
  • ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის №112 ბრძანება „სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე“;
  • ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანება „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.

ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციისა და სერვისების შესახებ, ასევე, საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.psh.gov.ge 



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
eBudget            კარგი
eTreasury            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, სანაპიროს ქ.№2
საკონტაქტო ტელეფონები
595 08 79 93

დამატებითი მოთხოვნები
                    •	უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსური ან ეკონომიკური განხრით;
•	საჯარო დაწესებულბაში საფინანსო - საბიუჯეტო მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
•	აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
•	აუცილებელია ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

•	ბიუჯეტის ფორმულირებისა და ფინანსური ანალიზის უნარი;
•	ინფორმაციის/მონაცემთა შეგროვების, სტატისტიკური დამუშავებისა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადების უნარი;
•	ლოგიკური აზროვნების უნარი;
•	სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
•	დროის ეფექტურად მართვის უნარი;
•	დისციპლინის, ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვის უნარი;
•	მაღალი პასუხისმგებლობა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    წერითი დავალება მოიცავს:

•	პროფესიულ ტესტირებას ვაკანსიის ტექსტში მითითებული საკანონმდებლო აქტების მიხედვით;
•	ტესტირებას ზოგად უნარებში;
•	ტესტირებას ქართულ ენაში.

•	გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ პროფესიული ტესტირების 75%-იან ბარიერს, ანუ პროფესიულ ტესტირებაში მაქსიმალური 100 ქულიდან მიიღებენ 75 ქულას და მეტს, ასევე გადალახავენ ზოგად უნარებსა და ქართულ ენაში ჩატარებული ტესტირების 50%-იან ბარიერს, როგორც ზოგად უნარებში ისე ქართულ ენაში მაქსიმალური 80 ქულიდან კანდიდატმა უნდა მიიღოს 40 ქულა და მეტი. 

•	კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა:
	შეავსოთ სამოტივაციო წერილის ველი;
	მიუთითოთ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
	განათლების ველში ატვირთოთ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                •  საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება