ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 19 საათი, 32 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 10


ვაკანსიის N 55012     

პოზიციის დასახელება
საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
კატეგორია
ბუღალტერია
განცხადების ბოლო ვადა
24.04.2019
თანამდებობრივი სარგო:
800 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             •	ფინანსური (ვალდებულებების) და არაფინანსური აქტივებისა და სხვა დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა;
•	ყოველდღიური დოკუმენტბრუნვის (ანგარიშ–ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, საბანკო დოკუმენტაცია) ქრონოლოგიური და თემატური დამუშავება, საბუღალტრო პროგრამაში (ORIS) ასახვა, კლასიფიკაცია და დაარქივება;
•	სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა;
•	 ყველა შესრულებული საბუღალტრო ოპერაციის (ვალდებულებების, მოთხოვნების, კონვერტაციების) საბუღალტრო პროგრამაში (ORIS) ასახვა/ გატარება;
•	 ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება და შემოსავლების სამსახურში წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შესაბამის ვადებში;
•	საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს მოთხოვნების (შესასრულებლად შემოსული კორესპონდენცია)  შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებული ანგარიშები;
•	ცენტრის დებულებით, შინაგანაწესით, სხვადასხვა სახის ინსტრუქციებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობა;

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
ეკონომიკა ან ფინანსები
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №429 2014 წლის 31 დეკემბერი (საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე);
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N 439 2002 წლის 31 დეკემბერი (საბიუჯეტო ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე);
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №424 2014 წლის 31 დეკემბერი (სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე);
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N 605 2010 წლის 23 ივლისი (“საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის” დამტკიცების შესახებ);
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N220 2005 წლის 5 აპრილი (დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ);
  • კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
  • კანონი ,,გრანტების შესახებ’’;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება “საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“; 

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
0198 თბილისი, კახეთის გზატკეცილი, №99
საკონტაქტო ტელეფონები
116001

დამატებითი მოთხოვნები
                    ერთწლიანი  სამუშაო გამოცდილება  საბუღალტრო აღრიცხვის სფეროში.
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Power Point, Outlook); 

სასურველია: ინგლისური  ენის ცოდნა (B2 დონე);

უნარ-ჩვევები:
გუნდური მუშაობის უნარი; 
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დროის ეფექტურად მართვის უნარი. 
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ აპლიკაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. 

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა ატვირთოს: 
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები  (დიპლომი);
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები: შრომის წიგნაკი ან ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ 
- მიუთითოს ერთი რეკომენდატორის გვარი და სახელი, თანამდებობა, ელ. ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი.

დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მომდევნო ეტაპზე. 

ზეპირი დავალება, თემა: საბუღალტრო აღრიცხვა და საბიუჯეტო ფინანსები.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში. 
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება