ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 19 საათი, 21 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 43


ვაკანსიის N 54981     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი
კატეგორია
ბუღალტერია
განცხადების ბოლო ვადა
24.04.2019
თანამდებობრივი სარგო:
1400 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბათუმი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             -       ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
-	დეპარტამენტში დასაქმებულთათვის ხელფასების, მივლინებების და სხვა ვალდებულებების დარიცხვისა და გაცემის უზრუნველყოფა;
-	ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა განხორციელება;
-	სახ. შესყიდვის ხელშეკრულებების დარეგისტრირება ხაზინის ერთიან ბაზაში და ყოველთვიური ლიმიტების განსაზღვრა;
-	ვალდებულებების, განაცხადებისა და საგადასახადო მოთხოვნების მომზადება;
-	სახ. შესყიდვების განყოფილებისათვის სისტემაში ასატვირთი ფინანსური დოკუმენტაციის მიწოდება;
-	ინვენტარიზაციის ჩატარების ხელშეწყობა და ბუღალტრულ აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვა;
-	საბუღალტრო ანგარიშგების (ბალანსის) შედგენაში მონაწილეობის მიღება;
-	საბუღალტრო პროგრამებში ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვა;
-	საგადასახადო დეკლარირება და გადასახადების გადახდის უზრუნველყოფა;
-	პირველადი დოკუმენტების სრულყოფილად მიღების უზრუნველყოფა, მონაცემების დამუშავება და კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამაში გატარება;
-	პირველადი დოკუმენტაციის სისტემატიზაცია, შენახვა, ყოველთვიური მემორიალური ორდერების მომზადება და სისრულის უზრუნველყოფა.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
ეკონომიკური ან ბიზნესის ადმინისტრირება
საკონკურსო თემატიკა
                    

-  საქართველოს კონსტიტუცია;

- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- საქართველოს საგადასახადო კოდექსი (XI თავი);

- „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება;

- „აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 15 აპრილის №241 ბრძანება;

- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 28 ივნისის #17 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დებულება;



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის #72-ა
საკონტაქტო ტელეფონები
577299363
საკონტაქტო პირი
რუსუდან კრავჩენკო

დამატებითი მოთხოვნები
                    - ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბუღალტრო სფეროში;

დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
ხარჯისა და მოგების ანალიზის უნარი;
ბიუჯეტის ფორმულირების და ანალიზის უნარი;
ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    - კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატმა აპლიკაციის შევსების დროს შესაბამის ბლოკში უნდა ატვირთოს და გამოგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია: 
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი.
მითითებული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, აპლიკანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე. 

- კონკურსის ეტაპების ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღის, დროისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია განთავსდება დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.ajararoads.ge ასევე, ეცნობება კანდიდატს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან/და ტელეფონის საშუალებით. 
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება